ბაგრატ შინქუბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბაგრატ შინქუბა
Bagrat Shinkuba.jpg
დაბ. თარიღი 12 მაისი 1917(1917-05-12)[1]
დაბ. ადგილი ჭლოუ, სოხუმის ოკრუგი, რუსეთის იმპერია[2]
გარდ. თარიღი 25 თებერვალი 2004(2004-02-25)[1] (86 წლის)
გარდ. ადგილი სოხუმი
საქმიანობა ენათმეცნიერი, ისტორიკოსი, ავტორი, მწერალი, პოეტი და პოლიტიკოსი
ენა რუსული ენა
მოქალაქეობა Flag of Russia.svg რუსეთის იმპერია
საქართველოს სსრ
ასფსრ
Flag of the Soviet Union.svg სსრკ
აფხაზეთის რესპუბლიკა
ალმა-მატერი აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები ლენინის ორდენი, სოციალისტური შრომის გმირი, შრომის წითელი დროშის ორდენი, ორდენი „პატივი და დიდება“ და ხალხთა მეგობრობის ორდენი

ბაგრატ შინქუბა, (აფხ. Баграт Уасыл-иҧа Шьынқәба; დ. 12 მაისი, 1917, სოფ. ჭლოუ, ახლანდელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი — გ. 25 თებერვალი, 2004) — აფხაზი საბჭოთა მწერალი, პოეტი, ისტორიკოსი, ლინგვისტი და პოლიტიკოსი. აფხაზეთის ასსრ სახელმწიფო პოეტი (1967). სკკპ წევრი 1946 წლიდან. აფხაზეთის ასსრ დ. გულიას სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1968). საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრობის კანდიდატი 1958-1981 წლებში. სსრკ V, X, XI მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენითა და მედლებით.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1939 წელს დაამთავრა მაქსიმ გორკის სახელობის სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი. 1953-1958 წლებში იყო აფხაზეთის მწერალთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე. 1958-1978 წლებში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე. 30-იანი წლებიდან აქვეყნებდა ლექსებს, პოემებს, მოთრობებს. მათ შორის აღსანიშნავია რომანი ლექსად „ჩემი თანამემამულენი“ (1950), პოემა „კლდის სიმღერა“ (1965, ქართული თარგმანი 1968). სწავლობდა აფხაზურ, ადიღეურ და უბიხურ ენებს. მისი რომანი „უკანასკნელი უბიხი“ (1974, ქართული თარგმანი 1977, 1981)[3] აწ გადაშენებული უბიხების ტრაგიკულ ბედს ეძღვნება. 20-იანი წლების აფხაზურ სოფელში გარდაქმებს მიუძღვნა რომანი „გაპობილი ქვა“ (1982).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]