ანჩისხატი (ხატი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 8: ხაზი 8:


== ექსპერტიზა ==
== ექსპერტიზა ==
1929 წლის [[შალვა ამირანაშვილი]]ს მიერ ჩატარებულ ექსპერტიზაში (შ. ამირანაშვილი. ბექა ოპიზარი. 1937 წ.) ბევრი ურთიერთგამომრიცხავი და ურთიერთსაწინააღმდეგო აზრებია გადმოცემული, რომელიც არანაირ ისტორიულ წყაროს არ ეფუძნება. ისინი ეყრდნობიან მხოლოდ 1926 წლის ქიმიური ანალიზის შედეგებს, სადაც ამ ექსპერტიზის მიხედვით ადგენენ რომ ხატი VI ს-ში [[ენკაუსტიკა|ენკაუსტიკის]] წესით იყოს შესრულებული.
1929 წლის [[შალვა ამირანაშვილი]]ს მიერ ჩატარებულ ექსპერტიზაში (შ. ამირანაშვილი. [[ბექა ოპიზარი]]. 1937 წ.) ბევრი ურთიერთგამომრიცხავი და ურთიერთსაწინააღმდეგო აზრებია გადმოცემული, რომელიც არანაირ ისტორიულ წყაროს არ ეფუძნება. ისინი ეყრდნობიან მხოლოდ 1926 წლის ქიმიური ანალიზის შედეგებს, სადაც ამ ექსპერტიზის მიხედვით ადგენენ რომ ხატი VI ს-ში [[ენკაუსტიკა|ენკაუსტიკის]] წესით იყოს შესრულებული.


ენკაუსტიკური მხატვრობის ძეგლების შესწავლა ადგენს აგრეთვე, რომ ფიცარი წინასწარ იფარებოდა რომელიმე ფერით, რომელიც წარმოადგენდა ფონის ფერსაც; ხშირად ეს ფერი შესრულებული იყო ტემპერით. ხოლო ცვილოვანი ტემპერის ტექნიკის დროს ყოველთვის ფიცარზე წინასწარ გაკეთებული იყო საგანგებო გრუნტი, რომელიც შესდგებოდა [[წებო]]სა და [[ცარცი]]საგან. ანჩისხატის მაცხოვარს ასეთი გრუნტი არ ქონია. სამაგიეროდ, ასეთი გრუნტი აქვს [[წიკლნის ღვთისმშობლის ხატი|წილკნის ღვთისმშობლის ხატს]], რომელიც ნაწერია [[ცვილოვანი ტემპერი]]თ და თავისი მხატვრული ღირსებით წარმოადგენს დაზგური მხატვრობის მეტად საყურადღებო ნიმუშს.
ენკაუსტიკური მხატვრობის ძეგლების შესწავლა ადგენს აგრეთვე, რომ ფიცარი წინასწარ იფარებოდა რომელიმე ფერით, რომელიც წარმოადგენდა ფონის ფერსაც; ხშირად ეს ფერი შესრულებული იყო ტემპერით. ხოლო ცვილოვანი ტემპერის ტექნიკის დროს ყოველთვის ფიცარზე წინასწარ გაკეთებული იყო საგანგებო გრუნტი, რომელიც შესდგებოდა [[წებო]]სა და [[ცარცი]]საგან. ანჩისხატის მაცხოვარს ასეთი გრუნტი არ ქონია. სამაგიეროდ, ასეთი გრუნტი აქვს [[წიკლნის ღვთისმშობლის ხატი|წილკნის ღვთისმშობლის ხატს]], რომელიც ნაწერია [[ცვილოვანი ტემპერი]]თ და თავისი მხატვრული ღირსებით წარმოადგენს დაზგური მხატვრობის მეტად საყურადღებო ნიმუშს.

03:52, 16 ივნისი 2017-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ანჩისხატი.
ანჩისხატის მაცხოვარი

ანჩისხატი — უფლის მიერ შექმნილი, ხელთუქმნელი ხატი.

ისტორია

ავგაროზი იღებს ხელთუქმნელ ხატს თადეოზისგან. სინას მთა, ენკაუსტიკა, X საუკუნე.

იესო ქრისტეს ქვეყნად ცხოვრების დროს, როდესაც მის მიერ ქმნილნი სასწაულნი ელვასავით ეფინებოდა მთელს ქვეყანას. იმ დროს საქართველოს მოსამზღვარე ქ. ედესის მთავარი ავგაროზი მძიმე ავადმყოფი იყო. ყველა გამოჩენილმა მკურნალებმა ხელი აიღო მის მორჩენაზე. მაშინ ავგაროზმა დაწერა წერილი და მოსამსახურეს გაატანა იესო ქრისტესთან. სადაც სწერდა თავის უკურნებელ სნეულებაზე და ეხვეწებოდა: - ”მოდი, მომარჩინე ამ სნეულებისაგან და ყოველსავე შენს ნებას ავასრულებო. გავიგე, რომ ურიები გემტერებიან, გდევნიან და გირჩევ, ჩემთან მოხვიდე, ჩემს სამეფოში უფრო მოსვენებით იცხოვრებო”. უფალმა უარი განუცხადა მასზედ ნაწინასწარმეტყველების აღსრულების გამო. მაშინ ავგაროზმა გადაწყვიტა რომ გაეგზავნა საუკეთესო მხატვარი ერუსალიმში რათა დაეხატა უფალი და მოეტანა მისი ხატი. მხატვარი ბევრს ეცადა მის ცინ მდგარი მარადიული ღმერთი ტილოზე გადაეტანა მაგრამ ვერ შესძლო. მაშინ უფალმა მიიფარა ტილო პირზე და სასწაულებრივად გამოსახა მისი სახე. გახარებული მხატვარი ავგაროზთან გამოეშურა მოციქულ თადეოზთან ერთად. გზად შებინდებისას ქალაქ იერაპოლში მეჭურჭლესთან გაჩერდნენ და ღამე ტილო თიხის კეცებს შორის მოათავსეს. შუაღამისას ამ ხატს სინათლის სვეტი დაადგა. ქალაქის გაოცებულმა გამგებელმა ნახა რა სასწაული სთხოვა ის თიხის კეცი დაეტოვა მათთვის რომელზეც სასწაულებრივად სახე იყო გადასული. შემდგომში ეს ხატი მივიწყებული ყველასაგან მიითვისეს მწვალებელმა ნესტორიანელებმა. ხოლო საქართველოში იოანე ზედაზნელის წამობრძანებისას, ანტონ მარტმყოფელმა ეს ასლი თან გამოაპარა. ხოლო პირველი პირი რომელიც ავგაროზისთვის იყო განკუთვნილი მიაბრძანეს ქალაქ ედესში. გახარებული ავგაროზი ემთხვია ღმერის პირს და განიკურნა. განკურნებულმა ავგაროზმა მთელი მისი სახლეულობა თადეოზ მოციქულს მოანათლინა. ხოლო პირი ღვთის ხატი - ტილო დააკრა ფიცარზე და დიდის პატივით ქალაქის კარების თავზე დაასვენა, რათა ქალაქში შემსვლელ გამომსვლელთ ყველას თაყვანი ეცა და ედიდებინა ღმერთი. ასე ესვენა ეს ხატი აქ ორასი წელიწადი. ავგაროზის მემკვიდრემ ქრისტიანების დევნა დიწყო, ამიტომ ედესიის ეპისკოპოსის რჩევით პირი ღვთის ხატი საიდუმლოდ დაკრძალეს ქალაქის კედელში, და წინ დიდი სანთლის კელაპტარი დაუნთეს და ამოაშენეს აგურებით. თითქმის ოთხასი წელიწადი დარჩა ხატი ასე დაფარული. 539 წ. სპარსეთის მეფე ხოსრო შემოიჭრა ქალაქ ედესში. ამ გაჭირვების დროს ედესიის ეპისკოპოსმა სიზმრში ნახა ის ადგილი, სადაც დაკრძალული იყო პირი ღვთის ხატი. მაშინ დიდის ლოცვა-ვედრებით გამოანგრიეს კედელი და გადმოასვენეს სასწაულთ მოქმედი ხატი. ამის შემდეგ არ გასულა ასი წელიწადი, რომ ედესის მიდამოები არაბებმა დაიპყრეს და პირი ღვთის ხატი დიდის ლიტანიობით ედესიდან კონსტანტინეპოლში წმიდა სოფიოს ტაძარში დაასვენეს. VIII-IX საუკ. საბერძნეთის ზოგიერთი იმპერატორის დროს გამეფდა ხატმებრძოლეობა. იმპერატორის მოხელენი დადიოდნენ და სჩხრეკდნენ საყდრებს და სახლებს, სადაც კი ნახავდნენ ხატს, ამტვრევდნენ, ჩეხავდნენ, სწვავდნენ ცეცხლში, აგლეჯდნენ ძვირფას ქვებს. ამიტომ ყველა მალავდა წმიდა ხატებსა მიუდგომელ ადგილს, ზოგი ზღვაში აგდებდა ხატებსა ღვთის ინაბარად. აი, ამ დროს პირი ღვთის ხატი საიდუმლოდ გადმოასვენეს კაბადოკიის ანჩის საეპისკოპოსო ტაძარში, ჭოროხის ხეობაში. ამის შემდეგ, რაკი საბერძნეთი დაიპყრეს ოსმალოებმა და მოესივნენ საქართველოს, ყველა საეკლესიო სიწმინდენი ნელ-ნელა გადმოიტანეს ქართლისაკენ. ხატი ესვენა ახალციხეში, გორში და ჭალაში, ამილახვრის იოთამის სახლში. აქ ყოფნის დროს სახსოვრად დღემდე კარგად დაცულია მშვენიერი წარწერა ღვთის-მოყვარე გივი ამილახვრისა:

ჵ სახიერო და სამნათელო სამებაო და ერთარსებაო, მამაო ძისაგან განუშორებელო, და ძეო მამისათანა სწორო და სულო წმინდაო ორთავე შორის ცხოვრებაო, ყოველთა ხილულთა და უხილავთა წამის-ყოფით მაარსებელო და შემოქმედო, - ჩვენ მსასოებელმან და სურვილით თქვენდა მონდობილმან ძემან იოთამ ამილახორისამან, თვით ამილახორმან გივმან და თანა მეცხედრემან ჩვენმან ქართველთა მეფის შაჰნავაზის ასულმან თამარ და ძემან ჩვენმან ანდუყაფარ და დემეტრემ - ოდეს ვიხილეთ ანჩისხატი ჟამთა ვითარებისაგან ქართლში ჩამოსვენებული, მოჰხდა საქმე, რომ ბევრს ხანს ჩვენს სახლში ესვენა და მისის საფარველითა და შემწეობითა მრავალს ძნელს ავადყოფასა და განსაცდელს განვერენით და ვითაც კარები არ ჰქონდა, ვიწადინეთ და კარები მოვაჭედინეთ და გავაკეთეთ, რათა შემწე გვეყოს ორთავე შინა ცხოვრებათა ძით და ასულით ჩვენით. იყოს მადლი და ცვა-ფარვა თქვენი ჩვენზედა. გაკეთდა კარები ესე მეფობასა მეფეთ-მეფისა გიორგისასა, ინდიკტიონსა მეფობისა მეშვიდესა, ქორონიკონსა ტოდ (1686 წ.) ამისი სარქარი ლოლაძე ბერაუკა, ღმერთმან შეუნდნეს.

ექსპერტიზა

1929 წლის შალვა ამირანაშვილის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზაში (შ. ამირანაშვილი. ბექა ოპიზარი. 1937 წ.) ბევრი ურთიერთგამომრიცხავი და ურთიერთსაწინააღმდეგო აზრებია გადმოცემული, რომელიც არანაირ ისტორიულ წყაროს არ ეფუძნება. ისინი ეყრდნობიან მხოლოდ 1926 წლის ქიმიური ანალიზის შედეგებს, სადაც ამ ექსპერტიზის მიხედვით ადგენენ რომ ხატი VI ს-ში ენკაუსტიკის წესით იყოს შესრულებული.

ენკაუსტიკური მხატვრობის ძეგლების შესწავლა ადგენს აგრეთვე, რომ ფიცარი წინასწარ იფარებოდა რომელიმე ფერით, რომელიც წარმოადგენდა ფონის ფერსაც; ხშირად ეს ფერი შესრულებული იყო ტემპერით. ხოლო ცვილოვანი ტემპერის ტექნიკის დროს ყოველთვის ფიცარზე წინასწარ გაკეთებული იყო საგანგებო გრუნტი, რომელიც შესდგებოდა წებოსა და ცარცისაგან. ანჩისხატის მაცხოვარს ასეთი გრუნტი არ ქონია. სამაგიეროდ, ასეთი გრუნტი აქვს წილკნის ღვთისმშობლის ხატს, რომელიც ნაწერია ცვილოვანი ტემპერით და თავისი მხატვრული ღირსებით წარმოადგენს დაზგური მხატვრობის მეტად საყურადღებო ნიმუშს.

შ. ამირანაშვილი ვერ უვლის გვერდს მაცხოვრის ხელითუქმნელი ხატის ისტორიას და თავადვე წერს:

წერილობითი წყაროები და ხატის წარწერები ერთხმად მოწმობენ, რომ მაცხოვრის ხატი წარმოადგენს ,,ხელითუქმნელ" ხატს, რომელსაც ეწოდება ,,ხატი განკაცებისა", ,,პირი ღმრთისა", ედესის ხატი" და სხვ. გადმოცემის თანახმად, აღნიშნული ხატი წარმოადგენს ედესის მაცხოვრის განთქმულ ,,ხელთუქმნელ" ხატს ტილოზე ანუ მანდილზე დახატულს, რომელსაც ეწოდებოდა ,,ხატი მანდილისა". გადმოცემის და წერილობითი წყაროების მოწმობით, ანჩისხატის მაცხოვარი უნდა წარმოადგენდეს იკონოგრაფიულად მაცხოვრის კარგად ცნობილს, განსაზღვრულ ტიპს.

1825 წელს მეფის რუსეთის პერიოდში უხეშად დაირღვა იკონოგრაფიული სახე მაცხოვრის ხელითუქმნელი ხატისა: მოჭედილობის ახდის დროს აღმოჩნდა, რომ მხატვრობაზე, გარდა იმ ნაწილისა, რომელიც მოჭედილობაში დატოვებული იყო მაცხოვრის სახის გამოსაჩენად, დაკრული იყო ზემოდან ტილოსა და მოჭედილობას შუა მოთავსებული ღრუ ამოვსებული ყოფილა აგურისფერი მასით - ფისით; ტილო ჰფარავდა მაცხოვრის მთელს ბიუსტსა და ორივე ნაწნავის უდიდეს ნაწილს; ტილო ამოჭრილი ყოფილა მაცხოვრის პირი-სახის გამოსაჩენად მაგრამ იგი მაცხოვრის სახის მოხაზულობას არ მიყვება ზუსტად, პირიქით, მას ფარავს. მოჭედილობის ახდის დროს გამოირკვა, რომ ტილო, რომელიც ზუსტად მიყვება მოჭედილობის კონტურს და არა პირვანდელ მხატვრობას, დაუკრავთ ძველს მხატვრობაზე ახალი მოჭედილობის სარჩულად 1825 წელს.

დამოუკიდებელი მოსაზრება

ხატის ისტორიიდან გამომდინარე, ასევე გამომდინარე მეცნიერთა დასკვნებიდან შეიძლება დაშვებული იქნას ვარაუდი: რომ ანჩისხატის მაცხოვრის ხატი ეს არის ხელთუქმნელ ხატზე (ტილოზე) შესრულებული ენკაუსტიკა(ცვილით დაფარვა) მისი ზედაპირის დაცვის მიზნით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ ხატს ორი წარმომავლობა აქვს: ერთია მისი ზეციური (ხელთუქმნელობა) და მეორე მისი მიწიერი (ენკაუსტიკა), ისევე როგორც უფალს აქვს ორი ბუნება - ღვთაებრივი და კაცობრივი. ან ვინ იცის კიდევ, შეიძლება ფიცარზე გაკვრა ტილოსი (ხელთუქმნელი სახის) განასახიერებს ქრისტეს ხის ჯვარზე გაკვრას.

ხატის მნიშვნელობა

ანჩისხატი მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს ისტორიაში და მჭიდროდაა დაკავშირებული ქართველი ერის სულიერ ცხოვრებასთან.

ანჩისხატთან დაკავშირებით ცნობილია მამა გაბრიელის მოწოდება ქართველი ერისადმი:

”სანამ ერი მუზეუმიდან ანჩისხატს არ დაიბრუნებს, აწყურის ღმრთისმშობლის ხატი არ გამოჩნდება და ივერიის ღმრთისმშობლის ხატი არ ჩამობრძანდება, როგორღა გაბრწყინდება საქართველო?”

—გაბრიელ ბერი

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში