ჯაია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, removed: {{Link FA|fr}} using AWB
No edit summary
ხაზი 3: ხაზი 3:
| ფოტო = Puncakjaya.jpg
| ფოტო = Puncakjaya.jpg
| სათაური = ჯაია
| სათაური = ჯაია
| სიმაღლე = 4884
| სიმაღლე = 4884
| მდებარეობა = {{დროშა|ინდონეზია}}
| მდებარეობა = {{დროშა|ინდონეზია}}
| ქედი = [[სუდირმანის ქედი]]
| ქედი = [[სუდირმანის ქედი]]

09:16, 26 დეკემბერი 2016-ის ვერსია

ჯაია
კოორდინატები: 04°04′44″ ჩ. გ. 137°09′30″ ა. გ. / 4.07889° ჩ. გ. 137.15833° ა. გ. / 4.07889; 137.15833
სიმაღლე 4884 
ქედი სუდირმანის ქედი
პირველი ასვლა 1962 წ.
ჯაია — ინდონეზია
ჯაია

ჯაია (ინდონ. Jaya; ან პუნჩაკ-ჯაია) — მწვერვალი ინდონეზიაში, კუნძულ ახალი გვინეის დასავლეთ ნაწილში, სუდირმანის ქედზე. ოკეანეთის უმაღლესი წერტილი. სიმაღლე 4884 მ. აგებულია ულტრაფუძე მაგმატური ქანებით. 4500 მ ზევით დაფარულია მარადი თოვლითა და მყინვარებით, რომელთა საერთო ფართობია დაახლოებით 15 კმ². გეოლოგიური თვალსაზრისით, მდებარეობს ავსტრალიის ფილაქანის ფარგლებში.

აღმოაჩინა ნიდერლანდელმა ზღვაოსანმა იან კარსტენსმა გემის ბორტიდან 1623 წელს. მოგვიანებით მწვერვალს მისი სახელი ეწოდა — კარსტენს-ტოპენი ანუ კარსტენსის მთა. 1965 წელს ინდონეზიის პრეზიდენტის — აჰმედ სუკარნოს პატივსაცემად უწოდეს სუკარნო. 1969 წლიდან ეწოდება ჯაია, რაც ქართულ თარგმანში დაახლოებით „გამარჯვებას“ ნიშნავს. ზოგჯერ მწვერვალს უწოდებენ აგრეთვე „კარსტენსის პირამიდას“.

მწვერვალის სიახლოვეს მდებარეობს მაღალმთიანი კარიერი გრასბერგი, საიდანაც მოიპოივებენ ოქროს, ვერცხლსა და სპილენძს. ჯაია შედის ლორენცის ეროვნული პარკის შემადგენლობაში. მწვერვალზე პირველი ასვლა განხორციელდა 1962 წელს.

რესურსები ინტერნეტში

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ჯაია&oldid=3194486“-დან