თმოგვის ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 9: ხაზი 9:
== არქიტექტურა ==
== არქიტექტურა ==


თმოგვის ციხე აგებულია მაღალ კლდოვან მთაზე. რელიეფის თავისებურების გამო მისი ზღუდები სხვადასხვა სიმაღლეზეა ამოყვანილი. შედარებით უკეთ არის შემონახული ციხის დასავლეთი ნაწილი. აქ იგი კლდის დამრეც ფერდობზე სამ საფეხურად არის ამოშენებული კედელ-ბურჯებით. სამხრეთ-აღმოსავლეთით კედელი ებჯინებოდა ქვაბს, რომელიც კლდეში გაყვანილი საიდუმლო გვირაბით უკავშირდებოდა ზემოთ ციტადელს და ქვემოთ მდ. მტკვარს. ციხის შუაგულში მცირე ფართობი მთლიანად ნაგებობებს ეჭირა. ბაზალტის ცოკოლზე აღმართული, გათლილი ტუფის კვადრებით ნაშენი, ორფერდა სახურავით გადახურული სწორკუთხა ნაგებობა, როგორც ჩანს, ეკლესია იყო. თმოგვის ციხის მნიშვნებლობაში ორი ძირითადი ფენა გაირჩევა. უძველესი ფენა ნაშენია ტუფის გათლილი კვადრების თანაბარი რიგებით. უხეშად დამუშავებული ნატეხი ქვით ნაგები კედელი კი, გვიანდელი აღდგენა-რეკონსტრუქციის ხანას მიეკუთვნება. ციხის კედლებს გარეთ, დასავლეთით ხევში, კლდის მასივში გამოკვეთილი წმ. ეფრემის ეკლესია, კლდეშივე კამოკვეთილი კანკელით, მეორე ეკლესიის ნანგრევებში შემორჩენილია XIII საუკუნის კედლის მხატვრობის ფრაგმენტები.
თმოგვის ციხე აგებულია მაღალ კლდოვან მთაზე. რელიეფის თავისებურების გამო მისი ზღუდები სხვადასხვა სიმაღლეზეა ამოყვანილი. შედარებით უკეთ არის შემონახული ციხის დასავლეთი ნაწილი. აქ იგი კლდის დამრეც ფერდობზე სამ საფეხურად არის ამოშენებული კედელ-ბურჯებით. სამხრეთ-აღმოსავლეთით კედელი ებჯინებოდა ქვაბს, რომელიც კლდეში გაყვანილი საიდუმლო გვირაბით უკავშირდებოდა ზემოთ ციტადელს და ქვემოთ მდ. მტკვარს. ციხის შუაგულში მცირე ფართობი მთლიანად ნაგებობებს ეჭირა. ბაზალტის ცოკოლზე აღმართული, გათლილი ტუფის კვადრებით ნაშენი, ორფერდა სახურავით გადახურული სწორკუთხა ნაგებობა, როგორც ჩანს, ეკლესია იყო. თმოგვის ციხის მნიშვნებლობაში ორი ძირითადი ფენა გაირჩევა. უძველესი ფენა ნაშენია ტუფის გათლილი კვადრების თანაბარი რიგებით. უხეშად დამუშავებული ნატეხი ქვით ნაგები კედელი კი, გვიანდელი აღდგენა-რეკონსტრუქციის ხანას მიეკუთვნება. ციხის კედლებს გარეთ, დასავლეთით ხევში, კლდის მასივში გამოკვეთილი წმ. ეფრემის ეკლესია, კლდეშივე კამოკვეთილი კანკელით, მეორე, გუმბათოვანი ეკლესიის ნანგრევებში შემორჩენილია XIII საუკუნის კედლის მხატვრობის ფრაგმენტები.
[[სურათი:თმოგვის ციხე.jpg|მინი|400პქ|centre|თმოგვის ციხის საერთო ხედი]]
[[სურათი:თმოგვის ციხე.jpg|მინი|400პქ|centre|თმოგვის ციხის საერთო ხედი]]
კარიბჭის შემორჩენილი თაღიდან მოჩანს ნაქალაქარი, რომელიც მთიდან ჩამოცვენილი ლოდებშია ჩაფლული. ნაქალაქარის თავზე, ციხის ძირში გვიანდელი მოსახლეობის რამოდენიმე სასაფლაოა. ნაქაკაქარი მტკვრის ორივე მხარესაა. ორივეგან სასახლის ნანგრევებია, მდინარეზე კი ხიდის ბურჯებია შემორჩენილი ორგან.


სასახლე ძალზედ დანგრეულია, რომლის ფრაგმენტები იქვეა მიმოფანტული. სასახლის კედლები ნაგებია კარგად გათლილი ტუფის კვადრებით. ის ციხესთან ერთად უძველეს ფენას განეკუთვნება. მტკვრის მარჯვენა მხარეს მეორე სასახლე ოთხ ნაგებობას მოიცავს. ერთი მათგანი აბანოა, დანარჩენი სამი ერთმანეთის გვერდიგვერდაა მიდგმული. აბანო, რომელიც ქართული აგურითა და ქვითაა ნაშენი, სამ სათავსოს მოიცავს. კამარები ჩამონგრეულია, თუმცა კუთხის ტრომპების თავისებურება შესამჩნევია.
სასახლის კედლის წყობა თანადროულია ციხის გვიანდელი პერიოდისა და თარიღდება XV საუკუნით. სასახლის მახლობლად ორი გზაა: წუნდიდან მომავალი ბილიკი სასახლის აღმოსავლეთით გადის და ვანისქავაბებ ვარძიისკენ მიემართებოდა. მეორე კი ისტორიული გზაა ტრანსპორტისათვის. ეს გზა სოფ. მარგატასტანთან იწყება, სასახლესთან გაივლის, შემდეგ საცალფეხო ბილიკით ხეობაში ეშვება და ხიდს უკავშირდება.
თმოგვის ციხის ზღუდის საამშენებლო წარწერა (1350 წ.) გვამცნობს:
თმოგვის ციხის ზღუდის საამშენებლო წარწერა (1350 წ.) გვამცნობს:
{{ციტატა|შეწევნითა და ძლიერებითა ვარძიისა ღმრთისმშობელისაჲთა, ქრონიკონსა ლჲ დავიწყე ზღუდე ესე მე, მეფეთა მეფის დავითის ვარძიელმან საწოლის მწიგნობარმან, თმოგუს, მურვან კჳთხისძემან: თევდორე დადგა.}}
{{ციტატა|შეწევნითა და ძლიერებითა ვარძიისა ღმრთისმშობელისაჲთა, ქრონიკონსა ლჲ დავიწყე ზღუდე ესე მე, მეფეთა მეფის დავითის ვარძიელმან საწოლის მწიგნობარმან, თმოგუს, მურვან კჳთხისძემან: თევდორე დადგა.}}

17:33, 4 ნოემბერი 2014-ის ვერსია

თმოგვის ციხე
ფაილი:Tmogvis cixe 01.jpg
თმოგვის ციხე, ხედი ჩრდილოეთიდან

თმოგვის ციხე, ისტორიული ციხე-ქალაქი საქართველოში, ჯავახეთში, მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე (ახლანდელი ასპინძის მუნიციპალიტეტი, სოფელი თმოგვი).

ისტორია

წყაროებში პირველად იხსენიება X საუკუნეში. კონტროლს უწევდა გზას, რომელიც წინა აზიიდან მტკვრის ხეობით საქართველოში შემოდიოდა. თმოგვის ციხის დაწინაურება უნდა დაწყებულიყო IX-X საუკუნეებში, ქ. წუნდის დაკნინების შემდეგ. X საუკუნეში არაბებმა სცადეს მისი აღება, მაგრამ უშედეგოდ. X საუკუნის დასასრულს და XI საუკუნის დასაწყისში თმოგვის ციხე სამეფო ხელისუფლებას ემორჩილებოდა. 1073 წლიდან დიდებული ნიანია ქუაბულისძე და მისი მემკვიდრენი ფლობდნენ, შემდგომ საუკუნეებში პერიოდულად – მსხვილი ფეოდალური საგვარეულოები – თორელები, მხარგრძელები, შალიკაშვილები და ჯაყელები. თმოგველ ფეოდალთა კარზე გაშლილი იყო ლიტერატურული საქმიანობა (სარგის თმოგველი). 1578 წელს თმოგვის ციხეს ოსმალები დაეუფლნენ, ამის შემდეგ იგი თავისი მიმდებარე ტერიტორიით ოსმალეთის პოლიტიკური-ადმინისტრაციული ერთეულში – ახალქალაქის ლივაში შედიოდა. რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 წლების ომის შემდეგ ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრელების (1829) თანახმად ოსმალეთმა საქართველოს სხვა ტერიტორიასთან ერთად თმოგვის ციხეც დათმო.

არქიტექტურა

თმოგვის ციხე აგებულია მაღალ კლდოვან მთაზე. რელიეფის თავისებურების გამო მისი ზღუდები სხვადასხვა სიმაღლეზეა ამოყვანილი. შედარებით უკეთ არის შემონახული ციხის დასავლეთი ნაწილი. აქ იგი კლდის დამრეც ფერდობზე სამ საფეხურად არის ამოშენებული კედელ-ბურჯებით. სამხრეთ-აღმოსავლეთით კედელი ებჯინებოდა ქვაბს, რომელიც კლდეში გაყვანილი საიდუმლო გვირაბით უკავშირდებოდა ზემოთ ციტადელს და ქვემოთ მდ. მტკვარს. ციხის შუაგულში მცირე ფართობი მთლიანად ნაგებობებს ეჭირა. ბაზალტის ცოკოლზე აღმართული, გათლილი ტუფის კვადრებით ნაშენი, ორფერდა სახურავით გადახურული სწორკუთხა ნაგებობა, როგორც ჩანს, ეკლესია იყო. თმოგვის ციხის მნიშვნებლობაში ორი ძირითადი ფენა გაირჩევა. უძველესი ფენა ნაშენია ტუფის გათლილი კვადრების თანაბარი რიგებით. უხეშად დამუშავებული ნატეხი ქვით ნაგები კედელი კი, გვიანდელი აღდგენა-რეკონსტრუქციის ხანას მიეკუთვნება. ციხის კედლებს გარეთ, დასავლეთით ხევში, კლდის მასივში გამოკვეთილი წმ. ეფრემის ეკლესია, კლდეშივე კამოკვეთილი კანკელით, მეორე, გუმბათოვანი ეკლესიის ნანგრევებში შემორჩენილია XIII საუკუნის კედლის მხატვრობის ფრაგმენტები.

თმოგვის ციხის საერთო ხედი

კარიბჭის შემორჩენილი თაღიდან მოჩანს ნაქალაქარი, რომელიც მთიდან ჩამოცვენილი ლოდებშია ჩაფლული. ნაქალაქარის თავზე, ციხის ძირში გვიანდელი მოსახლეობის რამოდენიმე სასაფლაოა. ნაქაკაქარი მტკვრის ორივე მხარესაა. ორივეგან სასახლის ნანგრევებია, მდინარეზე კი ხიდის ბურჯებია შემორჩენილი ორგან.

სასახლე ძალზედ დანგრეულია, რომლის ფრაგმენტები იქვეა მიმოფანტული. სასახლის კედლები ნაგებია კარგად გათლილი ტუფის კვადრებით. ის ციხესთან ერთად უძველეს ფენას განეკუთვნება. მტკვრის მარჯვენა მხარეს მეორე სასახლე ოთხ ნაგებობას მოიცავს. ერთი მათგანი აბანოა, დანარჩენი სამი ერთმანეთის გვერდიგვერდაა მიდგმული. აბანო, რომელიც ქართული აგურითა და ქვითაა ნაშენი, სამ სათავსოს მოიცავს. კამარები ჩამონგრეულია, თუმცა კუთხის ტრომპების თავისებურება შესამჩნევია. სასახლის კედლის წყობა თანადროულია ციხის გვიანდელი პერიოდისა და თარიღდება XV საუკუნით. სასახლის მახლობლად ორი გზაა: წუნდიდან მომავალი ბილიკი სასახლის აღმოსავლეთით გადის და ვანისქავაბებ ვარძიისკენ მიემართებოდა. მეორე კი ისტორიული გზაა ტრანსპორტისათვის. ეს გზა სოფ. მარგატასტანთან იწყება, სასახლესთან გაივლის, შემდეგ საცალფეხო ბილიკით ხეობაში ეშვება და ხიდს უკავშირდება. თმოგვის ციხის ზღუდის საამშენებლო წარწერა (1350 წ.) გვამცნობს:

ვიკიციტატა
„შეწევნითა და ძლიერებითა ვარძიისა ღმრთისმშობელისაჲთა, ქრონიკონსა ლჲ დავიწყე ზღუდე ესე მე, მეფეთა მეფის დავითის ვარძიელმან საწოლის მწიგნობარმან, თმოგუს, მურვან კჳთხისძემან: თევდორე დადგა.“

მტკვრის ორივე ნაპირზე ნასოფლარები და სასახლეთა ნანგრევებია. მარცხენა ნაპირის სასახლის ნანგრევები მშენებლობის უძველეს ფენას მიეკუთვნება, მარჯვენა ნაპირისა კი – გვიანდელს და XIV საუკუნის შუა წლებით თარიღდება. მდ. მტკვარზე შემორჩენილია ხიდის ბურჯების ნაშთი. ერთი ხიდი სასახლეებს აკავშირებს, მეორე კი ტრანსპორტისათვის ყოფილა განკუთვნილი. ციხე-ქალაქი რამდენიმეჯერ დაანგრია ძლიერმა მიწისძვრამ (1089, 1283, 1319 და სხვა).

ლიტერატურა

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • ბერძენიშვილი დ., საღარაძე შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 688.
  • ვ. სილოგავა, ჯავახეთის ეპიგრაფიკა, ახალციხე, 2001
  • „თმოგვი“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 8 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1966 წელი. — გვ. 41-46