ნიანია ქუაბულისძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ქუაბულისძე, ნიანია)
Jump to navigation Jump to search

ნიანია ქუაბულისძე — დიდგვაროვანი ფეოდალი XI საუკუნის II ნახევრის საქართველოში. იგი ივანე ლიპარიტის ძესთან და ყუელის ერისთავთან მურვან ჯაყელთან ერთად სათავეში ედგა ქართველთა ლაშქარს, რომელიც 1068 განძის მფლობელის ფადლონის (მას თბილისი და რუსთავი სელჩუკთა სულთანმა ალფ-არსლანმა მისცა) წინააღმდეგ იბრძოდა, მტერი დაამარცხა და საქართველოდან განდევნა. 1073 სხვა ფეოდალებთან ერთად ქუაბულისძე აუჯანყდა გიორგი II-ს, დაიჭირა სამეფო ქალაქი ქუთაისი და საჭურჭლე გაძარცვა. მეფემ აჯანყებული ფეოდალები დაამარცხა, მაგრამ არ დასაჯა. ქუაბულისძეს თმოგვი უბოძა, მოჯანყეები დააშოშმინა და გარკვეული დროით "დაიწყნარა" მეფობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მეტრეველი რ., შინაკლასობრივი ბრძოლა ფეოდალურ საქართველოში (XII ს.), თბ., 1973;
  • საქართველოს ისტორიული ნარკვევები, ტ. 3, თბ., 1979;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 2, თბ., 1965;
  • მეტრეველი რ., ქსე, ტ. 10, გვ. 566, თბ., 1986