თებერვალი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მ r2.7.3) (ბოტის დამატება: gag:Küçük ay |
მ ბოტის დამატება: ps:فبروري |
||
ხაზი 178: | ხაზი 178: | ||
[[pnb:فروری]] |
[[pnb:فروری]] |
||
[[pnt:Κούντουρος]] |
[[pnt:Κούντουρος]] |
||
[[ps:فبروري]] |
|||
[[pt:Fevereiro]] |
[[pt:Fevereiro]] |
||
[[qu:Hatun puquy killa]] |
[[qu:Hatun puquy killa]] |
07:18, 8 აგვისტო 2012-ის ვერსია
თარგი:კალთებერვალი თებერვალი (ლათ. Februarius — განწმენდა) არის გრიგორიანული კალენდრის მეორე თვე. თებერვალში 28 დღეა, გარდა ნაკიანი წლისა, როცა მასში 29 დღეა.
სახელი ეწოდა მიწისქვეშა სამეფოს რომაული ღვთაების მიხედვით. იანვარი და თებერვალი არიან კალენდრის ბოლო დამატებული თვეები, ვინაიდან რომაელები ზამთარს თვლიდნენ პერიოდად თვეების გარეშე. თებერვლის ძველქართული სახელწოდებაა სურწყუნისი.
თებერვალი არის ზამთრის თვე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და ზაფხულისა სამხრეთ ნახევარსფეროში.
თებერვლის ზოდიაქოს ნიშნებია მერწყული და თევზები. თებერვალი იწყება კვირის იმავე დღეს, როგორც მარტი და ნოემბერი, გარდა ნაკიანი წლისა, როცა მისი საწყისი დღე ემთხვევა აგვისტოსას.
თებერვლის მნიშვნელოვანი მოვლენები:
- ძვ. წ. 660 : იაპონიის იმპერატორ ჯიმუს მიერ დაფუძნების ტრადიციული თარიღი.
- 362 : იულიანე განდგომილის ედიქტით რომის იმპერიაში ყველა რელიგიას თანასწორი უფლებები ენიჭება.
- 962 : ოტო I ხდება საღვთო რომის იმპერიის პირველი იმპერატორი
- 1455 : გუტენბერგის ბიბლია დაიბეჭდა — პირველი წიგნი დასავლეთში მოძრავი „ტიპო“-თი დაბეჭდილი.
- 1613 : მიხეილ I რომანოვი რუსეთის მეფედ არჩევის შედეგად დასაბამი მიეცა რომანოვების დინასტიას.
- 1653 : ახალი ამსტერდამი (მოგვიანებით გადაერქვა ნიუ-იორკი) დაფუძნდა.
- 1904 : რუსეთ-იაპონიის ომის დასაწყისი.
- 1917 : დაიწყო რუსეთის რევოლუცია.
- 1946 : კორეაში შეიქმნა დროებითი მთავრობა. 38-ე პარალელით ქვეყანა გაიყო ორ ზონად: ჩრდილოეთი — საბჭოთა, სამხრეთი — ამერიკული.
- 1959 : ფიდელ კასტრო კუბის დიქტატორი ხდება.
- 1979 : აიათოლა რუჰოლა ხომეინი ირანში ხელისუფლებას ხელში იგდებს.
- 1986 : ორბიტაზე გაყვანილ იქნა საბჭოთა კოსმოსური სადგური „მირი“.
- 1989 : საბჭოთა ომი ავღანეთში — სამჭოთა კავშირის ბოლო სამხედრო კოლონა ტოვებს ქაბულს, ასრულებს რა ცხრა წლიან სამხედრო ოკუპაციას.
იხილეთ სხვა თვეები: