ახალი ამსტერდამი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰოლანდიური სტილის აღორძინების მცდელობა ადრეულ XX საუკუნეში პერლის ქუჩაზე ქვემო მანჰეტენზე ქალაქის ნიდერლანდური წარმოშობის აღსანიშნავად. ახალი ამსტერდამის XVII საუკუნის არქიტექტურა სრულიად დაიკარგა და მისგან მხოლოდ არქეოლოგიური ფრაგმენტებია დარჩენილი

ახალი ამსტერდამი (ნიდ.: Nieuw Amsterdam) — XVII საუკუნეში ახალი ნიდერლანდების პროვინციის გამაგრებული დასახლების სახელი; დაარსდა 1624 წელს და მოგვიანებით ნიუ-იორკის ნაწილი გახდა. დაფუძნდა რა ჰოლანდიური ვესტ-ინდოეთის კომპანიის მიერ, ქალაქი მდებარეობდა მანჰეტენის კუნძულის სტრატეგიულ, გამაგრებულ სამხრეთ ბოლოში და მისი დანიშნულება იყო მდინარესთან მისასვლელის დაცვა კომპანიის ბეწვეულის ვაჭრობის წარმოებისთვის ჰუდზონის ხეობაში. ახალი ამსტერდამი გადაიქცა უდიდეს ნიდერლანდურ კოლონიურ დასახლებად ახალი ნიდერლანდების პროვინციაში, ამჟამად ნიუ-იორკის ტრაი-შტატის რეგიონი, და ნიდერლანდელთა მფლობელობაში დარჩა 1664 წლამდე, როდესაც ის ინგლისელთა ხელში ჩავარდა. ნიდერლანდელებმა უკან დაიბრუნეს იგი 1673 წლის აგვისტოში და მას ახალი სახელი „ნიუ-ორანჟი“ დაარქვეს, თუმცა 1674 წლის ნოემბერში ინგლისელებმა ქალაქის წართმევა ისევ მოახერხეს. ქალაქის დაარსების წელი 1625 ამჟამად ოფიციალურად არის აღნიშნული ნიუ-იორკ სიტის ბეჭედზე (მანამდე, ბეჭედზე 1664 - ინგლისელთა მიერ ქალაქში შესვლის თარიღი იყო აღბეჭდილი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Schmidt, Benjamin, Innocence Abroad: The Dutch Imagination and the New World, 1570–1670, Cambridge: University Press, 2001. ISBN 978-0521804080

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]