ევერესტი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2+) (ბოტის შეცვლა: az:Everest dağı
r2.7.1+) (ბოტის დამატება: ba:Джомолунгма
ხაზი 42: ხაზი 42:
[[ast:Everest]]
[[ast:Everest]]
[[az:Everest dağı]]
[[az:Everest dağı]]
[[ba:Джомолунгма]]
[[bat-smg:Everests]]
[[bat-smg:Everests]]
[[bcl:Bukid Everest]]
[[bcl:Bukid Everest]]

16:01, 26 აპრილი 2012-ის ვერსია

ევერესტი
კოორდინატები: 27°59′16″N, 86°56′40″E
სიმაღლე 8.848 
ქედი ჰუმბუ-ჰიმალი
პირველი ასვლა 29 მაისი, 1953, ედმუნდ ჰილარი და ტენცინ ნორგაი
უმარტივესი მარშრუტი სამხრეთი ფერდობი (ნეპალი)

ევერესტი, ჩომოლუგმა, ჯომოლუნგმა, საგარმატხა — უმაღლესი მთის მასივი დედამიწაზე, ჰიმალაის მთებში, ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე. სიმაღლე 8848 მ. საფუძველი აგებულია კამნრიულისწინა გნაისებითა და გრანატებით, 7000 მეტრის ზევით — მეზოზოური კრისტალური ფიქლებითა კირვებით. მასივიდან ყველა მხარეს ეშვება მყინვარები, რომელთა ბოლოები 5000 მ. სიმაღლეზე მდებარეობენ. ევერესტს აქვს პირამიდის ფორმა, სამხრეთი კალთა უფრო ციცაბოა, თოვლი და ფირნი არ ჩერდება და გაშიშვლებულია. ევერესტი პირველად დაიპყრეს 1953 წლის 29 მაისს ჯ. ჰანტის ინგლისელი ექსპედიციის წევრებმა ნ. ტენცინგმა (ნეპალი შერპა) და ე. ჰილარიმ (ახალზელანდიელი ალპინისტი). 1982 წლის 4 მაისს ევერესტის დაულაშქრავი მარშრუტით მიაღწიეს საბჭოთა ალპინისტებმა ვ. ბალიბერდინმა და ე. მისლოვსკიმ, იმავე ღამით (რაც უნიკალური შემთხვევაა ჯომოლუნგმაზე ასვლის ისტორიაში) მწვერვალი დალაშქრეს ს. ბერშოვმა და მ. ტურკევიჩმა.

სახელი

სახელის დარქმევა ერთგვარი პრობლემა გახდა. კანდიდატებს შორის ბევრი ადგილობრივი სახელი იყო, ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი მრავალსაუკუნოვანი ასეთი სახელი ტიბეტში იყო ჯომოლუნგმა. მოხსენება ამის თაობაზე, 1733 წელს პარიზში ფრანგმა გეოგრაფმა ანვილმა გამოაქვეყნა. ნეპალში კი ამ მთას დღემდე საგარმატხას ეძახიან. ბოლოს ენდრიუ ვომ განაცხადა, რომ ადგილობრივი სახელების სიმრავლე გაართულებდა მათ შორის ერთ–ერთის არჩევას, ამიტომ ჯორჯ ევერესტის საპატივსაცემოდ წარადგინა ევერესტის სახელწოდება. საგულისხმოა, რომ მთის ზუსტი სიმაღლე სწორედ ევერესტმა განსაზღვრა.

იხილეთ აგრეთვე

თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link GA თარგი:Link GA