ჯორჯ ევერესტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯორჯ ევერესტი
GeorgeEverest.jpeg
ჯორჯ ევერესტი
დაბ. თარიღი 4 ივლისი, 1790
კრიკჰაუელი, დიდი ბრიტანეთი
გარდ. თარიღი 1 დეკემბერი, 1866
გრინვიჩი, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
საქმიანობა გეოდეზია

ჯორჯ ევერესტი (ინგლ. George Everest; დ. 4 ივლისი, 1790 — გ. 1 დეკემბერი, 1866) — ბრიტანელი გეოდეზისტი. სწავლობდა ვულიჯის სამეფო სამხედრო აკადემიაში. 1806-1843 წლებში შეასრულა ინდოეთის სხვადასხვა რაიონის ტოპოგრაფიული აგეგმვა. 1841 წელს დაასრულა ჰიმალაის ტოპოგრაფიული აგეგმვა. ევერესტის დიდ სამეცნიერო მიღწევად ითვლება ინდოეთის მერიდიანული ღერძის დადგენა (11°30'). 1818-1843 წლებში მუშაობდა ინდოეთის გეოდეზიურ სამსახურში. 1830-1843 წლებში იყო ინდოეთის მთავარი გეოდეზისტი. 1806 წელს შეუერთდა ბრიტანეთის ოსტინდოეთის კომპანიას და მომდევნო 7 წელი ბენგალში გაატარა. 1814-1816 წლებში მუშაობდა იავის ტოპოგრაფიულ აგეგმვაზე, შემდეგ ინდოეთში დაბრუნდა. ევერესტმა ინდოეთის გეოდეზია და კარტოგრაფია ახალ დონეზე აიყვანა. 1827 წელს აირჩიეს ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრად, ხოლო 1861 წელს მიენიჭა რაინდის წოდება. 1862 წლიდან იყო სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი. 1865 წელს სამეფო გეოგრაფიულმა საზოგადოებამ მისი სახელი მიანიჭა დედამიწის უმაღლეს წერტილს, თუმცა თავად ევერესტი ამის წინააღმდეგი იყო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]