არმაზციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 13: ხაზი 13:


==ლიტერატურა==
==ლიტერატურა==
* {{სძა|5|239-241}}
* საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ., 5, გვ. 239-241, თბ., 1990
* მცხეთა, სერიიდან: საქართველოს ძველი ქალაქები, გვ. 78-79, თბ., 2000
* მცხეთა, სერიიდან: საქართველოს ძველი ქალაქები, გვ. 78-79, თბ., 2000



10:49, 25 დეკემბერი 2011-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბაგინეთი.
ექვს–აფსიდიანი წარმართული ტაძრის ნაშთი, არმაზციხე

არმაზციხე, იგივე ბაგინეთი ძველი მცხეთის შიდაციხე მტკვრის მარჯვენა ნაპირას, ქალაქის სამხრეთ ნაწილში. მოხერხებული ადგილმდებარეობის გამო ბატონობდა მცხეთისაკენ მიმავალ გზებზე. ლეონტი მროველი ციხე-ქალაქის პირველ აღმშენებლად ქართლოსს - ქართველთა ნათესავთმთავარს ასახელებს: - "ესე ქართლოს მოვიდა პირველად ადგილსა მას, სადა შეერთჳს არაგჳ მტკუარსა, და განვიდა მთასა მას ზედა... და პირველად შექმნა სიმაგრენი მას ზედა, და იშენა მუნ-ზედა სახლი, და უწოდა მთასა მას სახელი თავისი თჳსა ქართლი" [1].

სახელწოდება "არმაზციხე" (ბერძნულ-რომაული წყაროებით: ჰარმოზიკე, ჰარმაკტიკა, ჰერმასტუს და ა. შ.) ქართლის უზენაეს წარმართულ ღვთაებას არმაზს უკავშირდება.

გათხრები წარმოებს 1943 წლიდან (ხელმძღვანელი: ა. აფაქიძე). აღმოჩნდა სამი მკაფიოდ განსხვავებული კულტურის ფენა: ქვედა (არმაზციხე I) უძველესი ქალაქისა და განეკუთვნება ძვ. წ. IV-III საუკუნეებს: შუა (არმაზციხე II) - ძვ. წ. III-I სს.; ზედა (არმაზციხე III) - I და მომდევნო საუკუნეებს (მცხეთის დედაქალაქობის ხანის დასასრულამდე). გამოვლინდა მშენებლობის ორი ძირითადი საფეხური. პირველი: უმთავრესი სამშენებლო მასალ ქვათლილი და ალიზაგურია; ალიზ-აგურის კედლები ქვათლილთა საძირკვლებზეა ამოყვანილი; თვით ქვათლილები ჩასმულია კლდეში ამოკვეთილ ბუდეებში და ერთიმეორესთან ე. წ. უწყვეტითაა გადაბმული; წყობა უდუღაბოა (ძვ. ე. IV - III სს.); მეორე: მშენებლობაში გამოყენებულია დუღაბი (ძვ. წ. III საუკუნიდან).

არმაზციხეში აღმოჩენილია გალავნის ნანგრევები, კოშკები, ბურჯები, სამეფო რეზიდენციის ნაგებობანი (სვეტებიანი დარბაზი, აბანო, ღია და დახურული წყალსადენი), სამეფო აკლდამის, მავზოლეუმის ნანგრევები, დიდი რაოდენობით ოქრო-ვერცხლის ნივთები მეფის ასულის სამარხ-სარკოფაგში (ახ. წ. II ს.). მნიშვნელოვანი საქალაქო და სამეფო ნაგებობანი გადახურული ყოფილა მცხეთური ბრტყელი გვერდებაკეცილი და ღარისებრი კრამიტით.

არმაზციხის, როგორც პოლიტიკური და სტრატეგიული ცენტრის, მნიშვნელობა დაეცა თბილისის დედაქალაქად გახდომის შემდეგ, სტეფანოზ I (მთავრის) დროიდან "მცხეთას მოაკლდებოდა და თბილისი განძლიერდებოდა, არმაზი აღოჴრდებოდა და კალა აშენდებოდა" [2] 736-738 წლებში არმაზციხე მოაოხრეს არაბებმა.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. ცხოვრება ქართუელთა მეფეთა, წგნ., ქართლის ცხოვრება, ტ. 1, 1955, გვ. 8
  2. ჯუანშერი, ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა, წგნ.,: ქართლის ცხოვრება, ტ., I, 1955, გვ. 223