ანდრია აფაქიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან აფაქიძე, ანდრია)
Jump to navigation Jump to search
ანდრია აფაქიძე
დაბ. თარიღი 3 სექტემბერი, 1914
დაბ. ადგილი ზანა, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 25 ნოემბერი, 2005 (91 წლის)
გარდ. ადგილი საქართველო
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
სამეცნიერო ხარისხი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
ეროვნება ქართველები
ჯილდოები საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე, საპატიო ნიშნის ორდენი, სიმონ ჯანაშიას სახელობის პრემია, საქართველოს სახელმწიფო პრემია, შრომის წითელი დროშის ორდენი, ღირსების ორდენი და თბილისის საპატიო მოქალაქე

ანდრია მელიტონის ძე აფაქიძე (დ. 3 სექტემბერი, 1914, ზანა, ამჟამად სენაკის მუნიციპალიტეტი — გ. 25 ნოემბერი, 2005) — ქართველი არქეოლოგი, ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1967), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1959), პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1964). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი (1943-1952), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური სექტორის ხელმძღვანელი (1952-1972), ანტიკური ხანის არქეოლოგიური განყოფილების გამგე (1972-1989), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1988-იდან). ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუშაობდა ანტიკური ხანის არქეოლოგიის და საქართველოს ძველი კულტურის ისტორიის საკითხებზე. 1936 წლიდან არქეოლოგიური გათხრებს აწარმოებდა ბაკურციხეში, არმაზისხევში, წიწამურში, ბაგინეთზე, სარკინეთსა და ქართლის მთაზე. 1952-1974 წლებში ხელმძღვანელობდა არქეოლოგიურ გათხრებს ბიჭვინთაში, 1975-იდან — მცხეთასა და მის მიდამოებში. მისი ძირითადი ნაშრომები ანტიკური ხანის ქართული ქალაქების ისტორიას ეძღვნება. აფაქიძე რედაქტორი და თანაავტორია წიგნისა „საქართველოს არქეოლოგია“, რედაქტორია მისივე ინიციატივით დაარსებული სერიის „მასალები საქართველოს და კავკასიის არქეოლოგიისათვის“ მეტი წილი ნაკვეთებისა. დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით და მედლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]