შინაარსზე გადასვლა

სოფია პოლგარი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფია პოლგარი
დაბადების სახელი Polgár Zsófia
ქვეყანა (სპორტი) უნგრეთის დროშა უნგრეთი
ეროვნება უნგრელი
დაბადების თარიღი 2 ნოემბერი, 1974 (1974-11-02) (50 წლის)
დაბადების ადგილი ბუდაპეშტი, უნგრეთი
წოდება დიდოსტატი ქალთა შორის
ფიდე რეიტინგი 2450 (თებერვალი 2021)[1]
მაქსიმალური რეიტინგი 2505 (ივლისი 1998)
საიტი sofiapolgar.com

სოფია პოლგარი (ინგლ. Sofia Polgar (უნგრ. Polgár Zsófia)) დ. 2 ნოემბერს, 1974, ბუდაპეშტი, უნგრეთი) — უნგრელი, მოჭადრაკე, საერთაშორისო ოსტატი, დიდოსტატი ქალთა შორის.

უნგრელი მოჭადრაკე სოფია პოლგარი 1974 წლის 2 ნოემბერს ბუდაპეშტში, უნგრულ-ებრაულ ოჯახში დაიბადა.

სოფია, იუდიტი და ჟუჟა პოლგარები
იუდიტი და სოფია პოლგარები.თესალონიკი 1988 წელი

პოლგარის მამას, ფსიქოლოგს და პედაგოგს ლასლოს მიაჩნდა რომ გენიოსები არ იბადებიან, ისინი უნდა შექმნა ამიტომაც გადაწყვიტა ეს მისეული თეორია საკუთარ გოგოებზე გამოეცადა და ადრეული ასაკიდან შეასწავლა თამაში. ჭადრაკი კი შემთხვევით აირჩია, ამ სახეობით უფრო ადვილად დავაკვირდებიო. მან ფსიქოლოგ ჯონ უოტსონი ნაშრომები შეისწავლა, სამინისტროდან თანხმობა მიიღო, საქმესაც შეუდგა და არც უნანია.[2].უფროსი და ჟუჟა მსოფლიოს ჩემპიონი და მამაკაცთა შორის დიდოსტატი გახდა, იუდიტი ქალთა შორის მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მოჭადრაკეა, რეიტინგი 2700-ზე მეტი ჰქონდა და კაცთა ტურნირებზეც ყოჩაღობდა, სოფია კი საერთაშორისო ოსტატია კაცთა შორის. ლასლოს აზრით თუ წარმატება გინდა ძალები უძლიერესთან უნდა მოსინჯოო და გოგონებსაც ვაჟთა ტურნირებზე ათამაშებდა, რასაც თავიდან უნგრეთის ჭადრაკის კავშირი უკრძალავდა. იგი ასევე მეუღლე კლარასთან ერთად სახლში ამეცადინებდა გოგონებს და ესპერანტოც შეასწავლა.
„ვფიქრობდი რომ ქალები ძლიერი სქესის წარმომადგენლებს ინტელექტით არ ჩამორჩებიან და მოხარული ვარ რომ ჩემმა გოგონებმა ეს დაამტკიცეს - განაცხადა კლარამ - თავიდან ლასლოსი არ მჯეროდა, მაგრამ მივუშვი, იყოს, თავისთვის იოცნებოსთქო, მაგრამ შემდეგ თანდათან მეც დავრწმუნდი. აბა ახლა ჩვენმა გოგონებმა მარტომ უნგრეთის ნაკრებს მსოფლიოს ოლიმპიადა მოაგებინეს. გამოჩნდა რომ ჩემმა ქმარმა ყველაფერი წინასწარ განჭვრიტა".
მათი ოჯახის უმეტესობა ისრაელში დაბრუნდა. მეორე მსოფლიო ომისას ჰოლოკოსტი მათ ოჯახსაც შეეხო, ჟუჟას ორივე ბებია ოსვენცემის საკონცენტრაციო ბანაკში დაიღუპნენ.[3]
1985 წელს, ნიუ-იორკში საჭადრაკო ფესტივალზე, მამაკაცთა შეჯიბრში 2-3 ადგილები გაიყო. 1986 წელს სან-ხუანში 14 წლამდელ გოგონათა შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და იამავე წელს რიო-გალიეგოსში კადეტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მეექვსე-მეთერტმეტე ადგილები გაიყო[4]. 1987 წელს სან-ბერნარდინოში საერთაშორის ტურნირზე 71 მონაწილეს შორის მე-12-21-ე ადგილებს დასჯერდა.[5] 1989 წელს 14 წლისამ რომში ტურნირზე მთელი მსოფლიო განაცვიფრა. შეჯიბრში სადაც ბევრი ცნობილი დიდოსტატი მონაწილეობდა, სოფიამ 9 შესაძლებლობიდან 8,5 ქულა დააგროვა. ნიდერლანდურ ჟურნალ "New in Chess"-ის ცნობით მისი მოძრავი რეიტინგი 2879 პუნქტს მიუახლოვდა, რაც ერთ-ერთ უდიდესია ისტორიაში. 1993 წელს ზაფხულში მათ ოჯახს მსოფლიოს მე-11 ჩემპიონი ბობი ფიშერი ეწვია. ბობიმ სამივე დასთან საკუთარი „ჭადრაკი-960“ ეთამაშა. ერთ მომენტში სოფიამ ზედიზედ სამი პარტია მოუგო. 1994 წელს მატინიუსში მსოფლიოს ჩემპიონატზე მამაკაცთა შორის მეორე ადგილი დაიკავა. პოლგარი, ერთ დროს ფიდეს რეტინგში ქალთა შორის მეექვსე ადგილს იკავებდა და ერთ დროს სწრაფ ჭადრაკში ვიქტორ კორჩნოიც ყავს დამარცხებული[6]. იგი ფაქტობრივად შეეშვა ამ სპორტს და 2003-დან 2010 წლამდე აღარ უთამაშია, რაც მის რეტინგსაც დაეტყო.[7]

უნგრეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ორჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი.
1988 წელს თესალონიკში სოფია სათადარიგო იყო, პირველ და მეორე დაფაზე კი მისი დები ჟუჟა და იუდიტი ისხდნენ.
1990 წელს ნოვო-სადში მესამე დაფაზე აინაცვლა სოფიამ და ნაკრების ოქროსთან ერთად თავის დაფაზე ინდივიდუალური ოქროც მოიგო. მან 13 შესაძლებლობიდან 11,5 ქულა დააგროვა. პირველ ორ დაფაზე ისევ მისი დები ისხდნენ.
1994 წელს მოსკოვში მეორე დაფაზე იჯდა და გუნდურ ვერცხლს დაეუფლა. სამაგიეროდ საუკეთესო იყო თავის დაფაზე, 14 შესაძლებლობიდან 12,5 ქულა დააგროვა და თავის დაფაზე და ქალებში ინდივიდუალურ ოქროსაც დაეუფლა.
პირველ დაფაზე ითამაშა 1996 წელს ერევანში და ნაკრები მუხუთეზე გავიდა.

1999 წლის 7 თებერვალს ცოლად გაჰყვა თბილისში დაბადებულ ებრაელ მოჭადრაკე იონა კოსაშვილს და მასთან ერთად ისრაელში გადასახლდა. მათ ორი შვილი შეეძინათ, ალონი და იოავი. ოჯახი ტორონტოში გადავიდა საცხოვრებლად, რათა იონას მედიცინის მიმართულებით სწავლა გაეგრძელებინა. 2012-ში ისინი უკან ისრაელში დაბრუნდნენ და თელ-ავივთან ახლოს დასახლდნენ. სოფია უნგრულის გარდა ფლობს, რუსულ ენას და ესპერანტოს.

  • Шахматы: энциклопедический словарь / гл. ред. А. Е. Карпов. — М.: Советская энциклопедия, 1990. — С. 309. — 621 с. — 100 000 экз. — ISBN 5-85270-005-3.
  • Breaking Through (2005). How the Polgar Sisters Changed the Game of Chess. Everyman Chess; 1st edition. ISBN 978-1857443813 [8]
  1. [1].PROFILE INFO Polgar, Sofia.
  2. [2].Уроженка Украины Клара Полгар.
  3. [3].
  4. [4].2° World Championship u14 (boys/girls).
  5. [5].33° Campeonato Mundial Juvenil.
  6. [6].Video of Sofia Polgar defeating Victor Korchnoi.
  7. [7].Rating Progress Chart.
  8. [8]. Breaking Through: How the Polgar Sisters Changed the Game of Chess.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სოფია_პოლგარი“-დან