შინაარსზე გადასვლა

სიმა სამარი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიმა სამარი
სპარს. سیما سمر
სიმა სამარი სპარს. سیما سمر
ავღანეთის დროშა ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ქალების საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2001 დეკემბერი – 2003
წინამორბედითანამდებოდა დაარსდა
მემკვიდრეჰაბიბა საბარი

დაბადებული3 თებერვალი 1957 (65 წლის)
ღაზნი, ავღანეთი
პოლიტიკური პარტიასიმართლე და სამართლიანობა
განათლებაქაბულის უნივერსიტეტი
რელიგიაისლამი
ჯილდოებიკანადის ორდენი
John Humphrey Freedom Award
პრემია "სწორი ცხოვრების წესისთვის" (2012)
ალბერტის უნივერსიტეტის საპატიო ექიმი

სიმა სამარი (სპარს. سیما سمر‎;  3 თებერვალი, 1957, ჯაღორი, ღაზნი) — ავღანელი სახელმწიფო მოღვაწე და პოლიტიკოსი. ქალთა უფლებებისა და ადამიანის უფლებათა დამცველი, ეროვნულ და საერთაშორისო ფორუმებზე აქტივისტი და სოციალური მუშაკი. 2001 წლიდან 2003 წლამდე მუშაობდა ავღანეთის ქალთა საქმეთა მინისტრად. გახლდათ ავღანეთის ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელი კომისიის (ANCHR) თავმჯდომარე, ხოლო 2005 წლიდან 2009 წლამდე — გაეროს სპეციალური მომხსენებელი სუდანში ადამიანის უფლებების საკითხებში.[1]

2011 წელს იგი შეუერთდა პარტიას „სიმართლე და სამართლიანობა“. 2012 წელს მას მიენიჭა პრემია Right Living Award  „ მრავალწლიანი და გაბედული ბრძოლისთვის ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით ქალთა უფლებების დასაცავად, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რთულ და საშიშ რეგიონში“.[2][3][4]

სიმა სამარი დაიბადა 1957 წლის 3 თებერვალს ავღანეთში, ღაზნის პროვინცია ჯაღორში. ეთნიკურად ჰაზარელია. 1982 წლის თებერვალში   ქაბულის უნივერსიტეტი დაამთავრა სამედიცინო განხრით. იგი მუშაობდა ჯანდაცვის მუშაკად ქაბულის სამთავრობო საავადმყოფოში, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ იძულებული გახდა გაქცეულიყო მშობლიურ ჯაღორში უსაფრთხოების მიზნით, სადაც მკურნალობდა პაციენტებს ცენტრალური ავღანეთის შორეულ რაიონებში.  იგი ავღანეთში ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარეა.[5][6]

ჰილარი კლინტონთან და აშშ ელჩთან შეხვედრაზე აშშ-ს საელჩოში ქაბულში

1984 წელს ავღანეთის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დააპატიმრა მისი ქმარი. სიმა და მისი მცირეწლოვანი ვაჟი გაიქცნენ მეზობელ პაკისტანში. შემდეგ მუშაობდა მისიონერული საავადმყოფოს ლტოლვილთა განყოფილებაში ექიმად. ავღანელი ლტოლვილ ქალებისათვის არ იყო საკმარისი სამედიცინო დაწესებულებები. ამ ამბით შეშფოთბულმა, 1989 წელს  დააარსა ორგანიზაცია „შუჰადა“  პაკისტანის ქალაქ კვეტაში, რომლის დანიშნულებაც ავღანელი ქალებისა და გოგონებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევა, სამედიცინო პერსონალის მომზადება და სწავლება იყო. მომდევნო წლებში ავღანეთის მასშტაბით გაიხსნა კლინიკის/საავადმყოფოს სხვა ფილიალები.

სიმა ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ლტოლვილი გახლდათ.  2002 წელს დაბრუნდა ავღანეთში და დაიკავა თანამდებობა ავღანეთის გარდამავალ ადმინისტრაციაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ჰამიდ კარზაი. დროებით მთავრობაში ის იყო პრეზიდენტის მოადგილე, შემდეგ კი მინისტრი ქალთა საკითხებში.

სიმა სამარი იძულებული გახდა თანამდებობიდან გადამდგარიყო მას შემდეგ, რაც დაემუქრნენ მკვლელობით და დევნიდნენ კანადური გაზეთისთვის სპარსულ ენაზე მიცემულ ინტერვიუში კონსერვატიული ისლამური კანონების, განსაკუთრებით შარიათის კანონების  ეჭქვეშ დაყენების გამო.

2003 წელს ლოია ჯირგას დროს, რამდენიმე რელიგიურმა კონსერვატორმა განათავსა განცხადება ადგილობრივ გაზეთში, სადაც სამარ სიმას ავღანეთის სალმან რუშდი უწოდეს.

სიმა სამარი გახლდათ ავღანეთის ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელი კომისიის თავმჯდომარე (AIHRC). 2010 წელს მან ასევე დააარსა გავხარშარის უნივერსიტეტი, რომელმაც თავისი საქმიანობის ძალიან მოკლე პერიოდში მოამზადა 1200-ზე მეტი სტუდენტი. სიმა სამარი  შიდა გადაადგილების უმაღლესი დონის პანელის რვა წევრიდან ერთ-ერთია, რომელიც 2019 წელს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა დანიშნა ფედერიკა მოგერინის და დონალდ კაბერუკას ხელმძღვანელობით.[7]

სამარი საჯაროდ ეწინააღმდეგება  ქალების საზოგადოებისგან განცალკევებას და საუბრობს ბურკას  ტარების პრაქტიკაზე, რომელიც ჯერ ფუნდამენტალისტმა მოჯაჰედებმა და შემდეგ თალიბებმა დააწესეს.. მან ასევე გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ ავღანეთში ბევრ ქალს არასწორი კვების გამო აწუხებს ოსტეომიელიტი. ფარანჯის ტარება ამცირებს მზის სხივების ზემოქმედებას და ამძაფრებს ოსტეომიელიტით დაავადებული ქალების მდგომარეობას.[8]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. "Independent Expert on the situation of human rights in the Sudan". Office of the High Commissioner. Retrieved 26 August 2021.
  2. "Alternative Nobel Prize to Hazara Human Rights Activist Sima (...) - Kabul Press کابل پرس". Retrieved 30 December 2016.
  3. "Mother Teresa Awards 2012". Mother Teresa Awards: A Harmony Foundation Initiatives. Archived from the original on 15 December 2014. Retrieved 15 December 2014.
  4. The International Who's Who of Women 2006 — Routledge, 2005. — ISBN 978-1-85743-325-8
  5. Gawharshad Institute of Higher Education#Board of trustees
  6. Sima Samar // Munzinger Personen (გერმ.)
  7. High-Level Panel on Internal Displacement United Nations, press release of December 3, 2019.
  8. Minisola, Salvatore (January 5, 2021). "Osteomalacia and Vitamin D Status: A Clinical Update 2020". JBMR Plus. 5 (1): e10447. doi:10.1002/jbm4.10447 დაარქივებული 2022-02-18 საიტზე Wayback Machine. . PMC 7839817. PMID 33553992.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სიმა_სამარი“-დან