სეხმეტი
იერსახე
სეხმეტი იეროგლიფებში | |||||
| |||||
|
სეხმეტი, სახმეტი (ეგვიპ. „ძლიერი“) — ქალღმერთი ეგვიპტურ მითოლოგიაში, ქვემო ეგვიპტის ქალაქ ლეტოპოლისის ღვთაება, მუდამ ლომის სახით წარმოსახული (ლომისთავიანი). მისი მთავარი საკულტო ცენტრი იყო მემფისი. ფთას და ნეფერტემის გვერდით დგას და შეადგენს მემფისურ სამებას. ავი პრინციპი, ომისა და ჭირის ღვთაება, რომელიც კაცთა ტომის მოსპობას იზრახავს. თებეში მუტის ორეულია, აქვს ტაძარი კარნაკშიც. ძველ სამეფოში მეფის დედად და მფარველად ითვლებოდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აკაკი გელოვანი – მითოლოგიური ლექსიკონი, გამომცემლობა საბჭოთა საქართველო, თბილისი, 1983