შუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შუ
შუ
იეროგლიფებში
H6 G43 A40

შუ (ეგვ. „სიცარიელე“, იგივეა, რაც ბერძნული - ეოსი, აპოლონი) — მზით გასხივოსნებული სივრცის ღმერთი ეგვიპტურ მითოლოგიაში, ქალღღმერთ ნეფთისის ძმა, ტეფნუტის ქმარი, მზის ღმერთ რას (რეს) ან ატუმის ძე.

დახასიათება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ატუმ-რამ (გაიგივებული შემქმნელი ღმერთების ერთსახეობა) ეს და-ძმა შექმნა უშუალოდ თავისი თავიდან, ქალის გარეშე, როგორც ზევსმა ათენა. შემდეგ შუმ ეგვიპტურ კოსმოგონიაში შეასრულა ძალზე დიდი საქმე, რაც სხვა დროსა და რეგიონში სრულქმნა პოლინეზიელთა ღმერთმა ტანე-მახუტამ (იხ. პოლინეზიური მითოლოგია): პირველმა გაყო დედ-მამა, ცა და მიწა. მხრებით აზიდა ცის თაღი, ხელ-ფეხით მიწას (დედას) დაებჯინა და გააჩერა. ცა იყო ნუტი, მიწა - გები (კები). ცათა მეუფე ხელებით აკავებდა ციურ ძროხას, რომელზედაც მეფობის დასარულს მზის ღმერთი რა დაჯდა. შუ განსახიერებაა შუქის, უფრო შუადღის მზისა, მტერთა შემმუსვრელია სხივთა შუბით. რას შემდეგ შუ მიიჩნეოდა ცისა და მიწის, ზღვათა და ქვესკნელის ჩინებულ ღმერთად, რომელიც მრავალათასწლოვანი მეუფების შემდეგ ცად ამაღლდა.

ხელოვნებაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოსახულებებში დამჯდარი კაცი, ხელები მაღლა აუწევია, ცის თაღს აკავებს ან ლომისთავიანი კაცია ან მთლიანად ლომი, ომის ღმერთ ანხურის თანხლებით დგას ან ლომებს მოჰყავთ ეტლით, რასაც ტახის სახე აქვს. სარკოფაგზე ცას ეჭიდება, რომ ასწიოს დედამიწიდან. ქანდაკებებზეც იგივე მოტივია, ცას შესდგომია, როგორც შემდეგ ბერძენთა ატლანტი. ტინისში ბერძენ თოთთან და ხონსთან ერთად სცემდნენ თაყვანს. ასევე ნილოსის დელტასთან. შუს ორეულია ომის ღმერთ ანხური ("ცის შემკავებელი"). შუ ცხრა ჰელიოპოლისელ ღმერთთა პანთეონის წევრია. ღმერთების დინასტიის ჟამს ეგვიპტესაც განაგებდა. საერთოდ, ჰაერის, შუქისა და სუნთქვის ღმერთიცაა, ე.ი. სიცოცხლის წყარო. შეერია სხვა ღმერთებს (ჰოროსს, ხონსს).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Hans Bonnet: Lexikon der ägyptischen Religionsgeschichte, Berlin 2000, ISBN 3-937872-08-6, S. 685-689 → Shu
  • Adolf Erman: Die Aegyptische Religion, Verlag Georg Reimer, Berlin 1909
  • Wolfgang Helck: Kleines Lexikon der Ägyptologie, 1999 ISBN 3-447-04027-0, S. 269f. → Shu
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=შუ&oldid=3152102“-დან