სებეკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სებეკი
სებეკი
იეროგლიფებში
sbk
I3
ან
I4

სებეკი (სობეკი) — ნიანგის თავით გამოსახული წყლის ძველეგვიპტური ღმერთი. მისი თანხვედრა ხდება მიწის ღმერთ გებთან, მზის ღმერთ რასთან სებეკ-რას ფორმით და ოსირისთან. სებეკს თაყვანს ძირითადად ფაიმში და მერიდის ტბის ნაპირებზე, კომ-ომბოში (ომბოსი) სცემდნენ. ასევე კროკოდილოპოლსა (ნიანგთქალაქი) და წყალთან ახლომდებარე ადგილებში. მისი კულტი განსაკუთრებით გავრცელებული იყო შუა სამეფოს დროს. ზოგიერთი ფარაონი, რომელსაც რეზიდენცია ფაიუმში ჰქონდა, სებეკთან დაკავშირებულ სახელს ატარებდა, მაგალითად, სებეკჰოტეპი ან ნეფრუსებეკი.