სერგეი მერკუროვი
სერგეი მერკუროვი | |
---|---|
დაიბადა | 26 ოქტომბერი (7 ნოემბერი), 1881[1] |
დაბადების ადგილი | გიუმრი[1] |
გარდაიცვალა | 8 ივნისი, 1952[2] [3] [4] [5] [6] [7] [1] (70 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | მოსკოვი[2] [1] |
სფერო | მოქანდაკე |
სერგეი მერკუროვი (რუს. Серге́й Дми́триевич Мерку́ров; ბერძ. Σεργκέι Μερκούροφ; სომხ. Սերգեյ Մերկուրով; დ. 26 ოქტომბერი, 1881, ალექსანდროპოლი — გ. 8 ივნისი, 1952, მოსკოვი) — სომხური წარმოშობის რუსი მოქანდაკე, სსრკ-ის სახალხო მხატვარი (19430, საბჭოთა კავშირის სამხატვრო აკადემიის ნამდვილი წევრი (1947).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1881 წლის 26 ოქტომბერს (7 ნოემბერს) ქალაქ ალექსანდროპოლში (ამჟამად გიუმრი), ბერძნულ ოჯახში.
1901 წელს დაამთავრა ტიფლისის რეალური სასწავლებელი და შევიდა კიევის პოლიტექნიკური ინსტიტუტში, საიდანაც მალე გარიცხეს პოლიტიკურ მოვლენებში მონაწილეობისთვის.
1902-1905 წლებში სწავლობდა მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში. 1907 წლამდე ცხოვრობდა პარიზში. მისი ადრინდელი ნამუშევრებისთვის დამახასიათებელი იყო ამაღელვებელი სიმბოლიკა და მოდერნისტული სტილიზაცია. ისწრაფვოდა მონუმენტური ჰეროიკული სახეების შექმნისკენ.
1907 წელს მოქანდაკე დაბრუნდა რუსეთის იმპერიაში. ცხოვრობდა ტიფლისსა და იალტაში. 1910 წლის შემოდგომაზე გადავიდა მოსკოვში.
მნიშვნელოვანი ნამუშევრებია დოსტოევსკის (1911-1913) და კ. ტიმირიაზევის (1922-1923) ქანდაკებები, ჯგუფური კომპოზიცია „ბელადის სიკვდილი“ (1927-1947), სტალინის ქანდაკება ერევანში.
ჯილდოები და აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1939 ლენინის ორდენი
- 1940 სომხეთის სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
- 1941 სტალინური პრემია
- 1942 რსფსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
- 1943 სსრკ-ის სახალხო მხატვარი
- 1947 შრომის წითელი დროშის ორდენი
- 1947 სსრკ-ის სამხატვრო აკადემიის აკადემიკოსი
- 1950 სომხეთის სსრ-ის სახალხო მხატვარი
- 1951 სტალინური პრემია
- 1951 შრომის წითელი დროშის ორდენი
- მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის“
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 590.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Большая российская энциклопедия — Москва: Большая российская энциклопедия, 2004.
- ↑ 2.0 2.1 Меркуров Сергей Дмитриевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ RKDartists
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Sokolov M. N. Merkurov, Sergey // Grove Art Online / J. Turner — [Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2017. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T056943
- ↑ The Fine Art Archive
- Pages with image sizes containing extra px
- დაბადებული 7 ნოემბერი
- დაბადებული 1881
- გარდაცვლილი 8 ივნისი
- გარდაცვლილი 1952
- დაბადებული 26 ოქტომბერი
- რუსი მოქანდაკეები
- XX საუკუნის მოქანდაკეები
- საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრები
- სსრკ-ის სახალხო მხატვრები
- მხატვრები ანბანის მიხედვით
- ლენინის ორდენის კავალრები
- სტალინური პრემიის ლაურეატები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის მედლით დაჯილდოებულები
- რსფსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეები
- ნოვოდევიჩიეს სასაფლაოზე დაკრძალულები