სერგეი მერკუროვი
Jump to navigation
Jump to search
სერგეი მერკუროვი (დ. 26 ოქტომბერი, 1881, ალექსანდროპოლი — გ. 8 ივნისი, 1952, მოსკოვი) — სომხური წარმოშობის რუსი მოქანდაკე, სსრკ-ის სახალხო მხატვარი (19430, საბჭოთა კავშირის სამხატვრო აკადემიის ნამდვილი წევრი (1947).
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1902-1905 წლებში სწავლობდა მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში. 1909 წლამდე ცხოვრობდა პარიზში. მისი ადრინდელი ნამუშევრებისთვის დამახასიათებელი იყო ამაღელვებელი სიმბოლიკა და მოდერნისტული სტილიზაცია. ისწრაფვოდა მონუმენტური ჰეროიკული სახეების შექმნისკენ. მნიშვნელოვანი ნამუშევრებია დოსტოევსკის (1911-1913) და კ. ტიმირიაზევის (1922-1923) ქანდაკებები, ჯგუფური კომპოზიცია „ბელადის სიკვდილი“ (1927-1947), სტალინის ქანდაკება ერევანში.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 590.