სსრკ-ის სამხატვრო აკადემია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სსრკ-ის სამხატვრო აკადემია — უმაღლესი სამეცნიერო დაწესებულება სსრკ-ში. დაარსდა 1947 წელს მოსკოვში სრულიად რუსეთის სამხატვრო აკადემიის რეორგანიზაციის შესახებ სსრკ-ის მინისტრთა საბჭოს 1947 წლის 5 აგვისტოს დადგენილების საფუძველზე. აკადემიის შემადგენლობაში (1983 წლის მონაცემებით) შედიოდა 12 საპატიო აკადემიკოსი, 56 ნამდვილი წევრი, 86 წევრ-კორესპონდენტი. აკადემიის დაწესებულებები მოსკოვში: სახვითი ხელოვნების თეორიისა და ისტორიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, სამეცნიერო ბიბლიოთეკის ფილიალი, სამეცნიერო კვლევითი მუზეუმის ს. კონიონკოვის ბინა-მუზეუმის ფილიალი, ვ. სურიკოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო სამხატვრო ინსტიტუტთან არსებული მოსკოვის საშუალო სამხატვრო სკოლა, „ცარიცინოს“ ანსამბლის აღდგენისა და კეთილმოწყობის კაპიტალური მშენებლობის სამმართველო. აკადემიური დაწესებულებები სანქტ-პეტერბურგში: ი. რეპინის სახელობის ფერწერის, ქანდაკებისა და არქიტექტურის ინსტიტუტი, ბ. იოგანსონის სახელობის სანქტ-პეტერბურგის საშუალო სამხატვრო სკოლა, სამეცნიერო-კვლევითი მუზეუმი, სახლ-მუზეუმი „პენატები“ დაბა რეპინოში, ი. ბროდსკის ბინა-მუზეუმის ფილიალი, სამეცნიერო ბიბლიოთეკა, სამეცნიერო-ბიბლიოგრაფიული არქივი, სამხატვროსამმრთველო, სახელოსნოებისა და ლაბორატორიების სამმართველო.

სსრკ სამხატვრო აკადემიას ჰქონდა შემოქმედებითი სახელოსნოები, მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, კიევში, თბილისში, ბაქოში. დაჯილდოებული იყო ლენინის ორდენით (1975).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]