სეისმონასტია
იერსახე
სეისმონასტია (სეისმო... და ნასტია) — მცენარის ორგანოთა მოძრაობები შეხებისა და შერხევის საპასუხოდ. მკვეთრად აქვს გამოხატული მორცხვი მიმოზის ფოთლებს, აგრეთვე ბევრი მცენარის (ღიღილოს, კოწახურის) მტვრიანის ძაფებს (მათი შეკუმშვა და გადაღუნვა). შეკუმშვით მოძრაობას საფუძვლად უდევს ქსოვილთა ელექტროფიზიოლოგიური მდგომარეობის ცვლილება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 271.
|