საპილოტე ეპიზოდი (დაკარგულები)
„საპილოტე ეპიზოდი“ | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
დაკარგულები -ს ეპიზოდი | |||||||
ეპიზოდის ნომ. | ეპიზოდი 1 და 2 | ||||||
სცენარი | ჯეი ჯეი აბრამსი დეიმონ ლინდელოფი | ||||||
რეჟისორი | ჯეი ჯეი აბრამსი | ||||||
მოწვეული მსახიობები | ფრედრიკ ლენე კიმბერლი ჯოზეფი გრეგ გრანბერგი ლავერნ სკოტ კოლდუელი | ||||||
ოპერატორი | ლარი ფონგი | ||||||
კოდი | 100 | ||||||
ეთერი | 22 სექტემბერი, 2004[1] 29 სექტემბერი, 2004 (ნაწილი II)[2] | (ნაწილი I)||||||
| |||||||
დაკარგულების ეპიზოდების სია |
საპილოტე ეპიზოდი ― ამერიკული სატელევიზიოს შოუს, დაკარგულების ორნაწილიანი საპილოტე ეპიზოდი. პირველი ეპიზოდი ABC-ის ეთერში 2004 წლის 22 სექტემბერს, ხოლო მეორე ეპიზოდი ერთი კვირის შემდეგ, 29 სექტემბერს გავიდა. ორივე ნაწილის რეჟისორი ჯეი ჯეი აბრამსი, რომელიც დეიმონ ლინდელოფთან ერთად ორივე ეპიზოდის სცენარისტიც იყო. გადაღებები ჰავაიში, კუნძულ ოაჰუზე მიმდინარეობდა. საპილოტე ეპიზოდის გადაღებები დაახლოებით, 10-14 მილიონი $ დაჯდა, რაც დიდწილად Lockheed L-1011 TriStar-ის შეძენით, გადაყვანითა და დანაწევრებით იყო გამოწვეული, რომელიც რეის 815-ის კატასტროფის წარმოდგენისთვის გამოიყენეს. გადაღებების პროცესში სამსახიობო შემადგენლობაში ბევრი ცვლილება შევიდა, როგორც მსახიობების შერჩევასთან, ისე მათ ქცევებთან და ისტორიასთან დაკავშირებით.
ტელესერიალის საპილოტე ეპიზოდში Oceanic Airlines-ის რეის 815-ის კატასტროფის შემდეგ გადარჩენილთა ისტორიაა მოთხრობილი, რომლებიც ჩამოვარდნის შემდეგ საიდუმლოებით მოცულ კუნძულზე აღმოჩნდებიან. ეპიზოდის ფლეშბექებში სამი პერსონაჟის, ჯეკ შეპარდის (მეთიუ ფოქსი), ქეით ოსტინის (ევანჯელინ ლილი) და ჩარლი პეისის (დომინიკ მონაგანი) თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე და თვითმფრინავში ყოფნის ამბებია ნაჩვენები. თხრობის ტექნიკა მომდევნო ეპიზოდების უმრავლესობისთვისაც საერთოა. დაკარგულების საპილოტე ეპიზოდი კრიტიკოსების მიერ ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ეპიზოდადაა აღიარებული. ეპიზოდის ორივე ნაწილმა შემდეგში არაერთი ჯილდო მოიპოვა, პირველმა ნაწილმა კი საპილოტე ეპიზოდებს შორის რეკორდიც დაამყარა ― ის 18.6-მა მილიონმა მაყურებელმა ნახა.
შინაარსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნაწილი I
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ორიენტაციადაკარგული ჯეკ შეპარდი ჯუნგლებში იღვიძებს და ყვითელ ლაბრადორ რეტრივერს მიჰყვება უკან. პლაჟზე გასული აღმოაჩენს, რომ Oceanic Flight 815, თვითმფრინავი, რომლითაც სიდნეიდან ლოს-ანჯელესამდე მიემგზავრებოდა, სანაპიროზეა ჩამოვარდნილი. შეპარდი ექიმია და რამდენიმე დაშავებულს სასწრაფო დახმარებას აღმოუჩენს. იგი ეხმარება ორსულ კლერ ლიტლტონს და გულ-სისხლძარღვთა რეანიმაციას უტარებს უგონოდ მყოფ როუზ ნადლერს. თავდაპირველი შოკის გავლის შემდეგ ჯეკი მშვიდ ადგილას ინაცვლებს, რათა საკუთარ ჭრილობას უმკურნალოს. იგი ქეით ოსტინს ამჩნევს და ზურგზე ნაკერების დადებაში დახმარებას სთხოვს.
საიდ ჯარა მიდამოს მოწესრიგებისთვის გუნდს აყალიბებს, ხოლო ჰიუგო „ჰორლი“ რეიესი თვითმფრინავის სამზარეულოდან საკვების შეგროვებასა და გადარჩენილთათვის განაწილობას იწყებს. შენონ რუთერფორდი მისი ძმის, ბუნი კარლაილის მიერ შეთავაზებულ შოკოლადზე უარს ამბობს, რადგანაც სჯერა, რომ აუცილებლად გადაარჩენენ. კორეელი ჯინ სუ კვონი მის ცოლს, სუნ ჰვა კვონს ეუბნება, რომ ყოველთვის მის გვერდით იყოს. ღამით გადარჩენილებს ჯუნგლებიდან ხმამაღალი ღრიალისა და ხეების დალეწვის ხმები ესმით.
მომდევნო დილით ჯეკი და ქეითი თვითმფრინავის წინა ნაწილიდან გადამცემის წამოსაღებად მიდიან, რომელიც ჯუნგლებში ჩამოვარდა. მათ ჩარლი პეისიც მიჰყვება. სამეული ხეებს შორის შვეულად გაჩრილ თვითმფრინავის წინა ნაწილს პოულობს და იძულებული არიან, აცოცდნენ. ჩარლი სააბაზანოში უჩინარდება, სანამ ჯეკი და ქეითი პილოტს მოაფხიზლებენ. პილოტი აცნობებთ, რომ აფრენიდან 6 საათში თვითმფრინავმა რადიოკავშირი დაკარგა და ფიჯისკენ მობრუნდა, რის შემდეგაც ტურბულენტურ ზონაში აღმოჩნდა. იგი აღნიშნავს, რომ კატასტროფამდე კურსიდან ათასი მილის დაშორებით იყვნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი არასწორ ადგილას ეძებდნენ. იგი გადამცემის გამოყენებას ცდილობს, მაგრამ სიგნალს ვერ იჭერს.
უცებ უცნაური ღრიალის ხმა ისევ ისმის და რაღაც პილოტს თვითმფრინავის გარეთ მიათრევს. სამეული გადამცემს იღებს და გარბის. გაქცევის დროს ჩარლი ეცემა და ჯეკი მის დასახმარებლად უკან ბრუნდება, ხოლო შეშინებული ქეითი უკანმოუხედავად გარბის. მას შემდეგ, რაც უხილავი ურჩხული მიდის, სამეული ისევ ხვდება ერთმანეთს და პილოტის დასახიჩრებულ გვამს ხის კენწეროებზე აღმოაჩენენ.
ფლეშბექები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტურბულენტობის გამო თვითმფრინავი შექანდება, რაც როუზს აშინებს. იგი ჯეკის გვერდით ზის და საუბრობენ, როდესაც როუზი აღნიშნავს, რომ მისი ქმარი სააბაზანოშია. ტურბულენტობა ძლიერდება, თვითმფრინავი ვარდნას იწყებს, ერთ-ერთ მგზავრს თავში ჩემოდანი ხვდება და ჟანგბადის ნიღბები ეშვება.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ "Lost" Pilot: Part 1. ციტირების თარიღი: 1 March 2014
- ↑ "Lost" Pilot: Part 2. ციტირების თარიღი: 1 March 2014