Walkabout (დაკარგულები)
„Walkabout“ | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
დაკარგულები -ს ეპიზოდი | |||||||
ეპიზოდის ნომ. | ეპიზოდი 4 | ||||||
სცენარი | დევიდ ფიური | ||||||
რეჟისორი | ჯეკ ბენდერი | ||||||
მოწვეული მსახიობები | ჯეკ საიმონ ჯონსი ბილი რეი გალიონი სტივენ ჯ. რაფერტი ბრიან სატო | ||||||
ოპერატორი | ლარი ფონგი | ||||||
კოდი | 102 | ||||||
ეთერი | 13 ოქტომბერი, 2004 | ||||||
| |||||||
დაკარგულების ეპიზოდების სია |
Walkabout ― ამერიკული სატელევიზიო შოუს, დაკარგულების პირველი სეზონის მეოთხე ეპიზოდი. ეპიზოდის რეჟისორია ჯეკ ბენდერი, ხოლო სცენარის ავტორია დევიდ ფიური. ეპიზოდი პირველად 2004 წლის 13 ოქტომბერს აშშ-ში The American Broadcasting Company-ის ეთერში გაუშვეს.
ეპიზოდი ჯონ ლოკზეა (ტერი ო'ქუინი) ფოკუსირებული. ფლეშბექებში ტელესერიალის ერთ-ერთი პირველი სიუჟეტური მოულოდნელობა იკვეთება: ჯონ ლოკი წელს ქვევით პარალიზებულია და ცდილობს, Walkabout ტურში მიიღოს მონაწილეობა. კატასტროფის შემდეგ მოვლენებში ლოკი ჯუნგლებში ველურ ტახზე ნადირობის მისიას ხელმძღვანელობს, რათა Oceanic 815-ის გადარჩენილი მგზავრები საკვებით მოამარაგოს. დანარჩენი მგზავრები თვითმფრინავის კორპუსის (ფიუზელაჟი) დაწვას გადაწყვეტენ.
ეპიზოდი დაახლოებით 18.16 მილიონმა შინამეურნეობამ ნახა და კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასებები მიიღო. შემდეგში Walkabout ტელესერიალის ერთ-ერთ საუკეთესო ეპიზოდად მიიჩნიეს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- "Walkabout" დაარქივებული 2011-03-04 საიტზე Wayback Machine. at ABC
- Walkabout — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)