თეთრი კურდღელი (დაკარგულები)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თეთრი კურდღელი
დაკარგულები -ს ეპიზოდი
ეპიზოდის ნომ. ეპიზოდი 5
სცენარი ქრისტიან ტეილორი (სცენარისტი)
რეჟისორი კევინ ჰუკსი
მოწვეული მსახიობები ჯონ ტერი
ვერონიკა ჰემელი
ჯონ ო'ჰარა
კოდი 103
ეთერი 20 ოქტომბერი, 2004 (2004-10-20)
ეპიზოდების ქრონოლოგია
← წინა შემდეგი →
„Walkabout“ „ამომავალი მზის სახლი“
დაკარგულების ეპიზოდების სია

თეთრი კურდღელი ― ამერიკული სატელევიზიო შოუს, დაკარგულების პირველი სეზონის მეხუთე ეპიზოდი. ეპიზოდის რეჟისორია კევინ ჰუკსი, ხოლო სცენარის ავტორია ქრისტიან ტეილორი. ეპიზოდი პირველად 2004 წლის 20 ოქტომბერს აშშ-ში The American Broadcasting Company-ის ეთერში გაუშვეს.

ეპიზოდი ჯეკ შეპარდის (მეთიუ ფოქსი) ირგვლივ ვითარდება. ფლეშბექებში მისი წარსული ჩანს, მათ შორის ბავშვობა და მისი მოგზაურობა ავსტრალიაში წასული მამის, ქრისტიან შეპარდის მოსაძებნად. კატასტროფის შემდეგ მოვლენებში თვითმფრინავის გადარჩენილი მგზავრები აცნობიერებენ, რომ მტკნარი წყლის პრობლემა აქვთ. ჯეკი მგზავრებს შორის კონფლიქტის მოგვარებას ცდილობს, გარდაცვლილი მამა ელანდება და ჰალუცინაციას მისდევს, რის შემდეგაც ჯუნგლებში მტკნარ წყალს იპოვის.

ეპიზოდი დაახლოებით 16.82 მილიონმა შინამეურნეობამ ნახა და კრიტიკოსებისგან მეტწილად დადებითი შეფასებები მიიღო. ეპიზოდის გაშვების შემდეგ ABC-მ დაკარგულების მთლიანი სეზონის გადაღება გადაწყვიტა და დაგეგმილ 13 ეპიზოდს კიდევ 9 ეპიზოდი დაამატეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე: