Oceanic Airlines

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
"ოუშენიკ ეარლაინსის" ლოგო ეი–ბი–სის სატელევიზიო სერიალიდან დაკარგულები.

'Oceanic Airlines (გამოითქმის ოუშიანიკ ეარლაინზ) — სპეციალურად ფილმებსა და სერიალებში გამოსაყენებლად გამოგონილი (არარსებული) ავიახაზები.

დაკარგულებში "ოუშიანიკ 815" იდუმალ ტროპიკულ კუნძულზე განიცდის კატასტროფას. თვითმფრინავი ჰაერში ორად გაიხლიჩება – მისი ცხვირის ნაწილი კუნძულის ერთ მხარეს, ხოლო კუდის ნაწილი – მეორე მხარეს ჩამოვარდება. ჩამოვარდნის თავდაპირველ მიზეზად შტორმში მოხვედრა მიაჩნიათ, თუმცა მეორეს სეზონის ბოლოს ირკვევა, რომ სინამდვილეში კატასტროფა კუნძულზე მყოფი იდუმალი პიროვნების დაუდევრობამ გამოიწვია.