სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლური ფაკულტეტი
Восточный факультет СПбГУ, Факультет восточных языков და Восточный факультет ЛГУ | |
---|---|
დევიზი | Ex oriente lux |
დაფუძნდა | 1855 |
ტიპი | ფაკულტეტი |
მისამართი | Санкт-Петербург |
ქვეყანა | რუსეთი |
http://orient.spbu.ru |
სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლური ფაკულტეტი (რუსულად Восточный факультет СПбГУ [ვოსტოჩნიჲ ფაკულ'ტეტ ეს-პე-ბე-გე-უ]) - რუსეთის უძველესი აღმოსავლეთმცოდნეობითი ფაკულტეტი. იგი ფუნქციონირებს 1855 წლიდან.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეფის რუსეთი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1854 წლის 22 ოქტომბერს იმპერატორ ნიკოლოზ პირველის განკარგულებით სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე ჩამოყალიბდა აღმოსავლური ენების ფაკულტეტი. ფაკულტეტის საზეიმო გახსნა შედგა 1855 წლის 27 აგვისტოს. სწორედ 1855 წლიდან ხდება ფაკულტეტის სისხლსავსე აკადემიური და სამეცნიერო ცხოვრების ათვლა.
საბჭოთა პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]В 1919 წელს მოხდა ფაკულტეტის რეორგანიზაცია, აღმოსავლეთმცოდნეობითი დისციპლინების სწავლებას შეუდგნენ უნივერსიტეტის სხვადასხვა ისტორიულ-ფილოლოგიურ ქვეგანყოფილებებში. ფაკულტეტი აღდგა 1944 წელს.
აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის კათედრა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფაკულტეტს აქვს 16 კათედრა:
- არაბული ფილოლოგია
- აფრიკანისტიკა
- ინდური ფილოლოგია
- ირანული ფილოლოგია
- კორეისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ფილოლოგია ( - ასეანოლოგია: ბირმანისტიკა, ტაიისტიკა, ფილიპინისტიკა, მალაისტიკა, ვიეტნამოლოგია.)
- ჩინური ფილოლოგია
- მონგოლთმცოდნეობა და ტიბეტოლოგია
- სემიტოლოგია და ებრაისტიკა
- თურქული ფილოლოგია
- იაპონოლოგია
- ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორია
- შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორია
- ძველი აღმოსავლეთის ისტორია
- ცენტრალური აზია და კავკასია
- აზიისა და აფრიკის ქვეყნების საზოგადოებრივი განვითარების თეორიის კათედრა
- აზიისა და აფრიკის ქვეყნების ენებისა და კულტურების სწავლების თეორიისა და მეთოდიკის კათედრა
ენები, რომლებსაც ფაკულტეტზე შეისწავლიან
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფაკულტეტი ამზადებს სპეციალისტებს აღმოსავლური ენების განხრით, რომელთა შორისაა:
- ავადჰი
- ავესტური ენა
- აზერბაიჯანული ენა
- აქადური ენა
- ამჰარული ენა
- არაბული ენა
- აფრიკაანსი
- ბამანა
- ბენგალური ენა
- ბრაჯი (ენა)
- ვიეტნამური ენა
- დარი
- ძველი ებრაული ენა
- ძველი სპარსული ენა
- ძველი უიღურული ენა
- ეგვიპტური ენა
- ებრაული ენა
- ინდონეზიური ენა
- ყაზახური ენა
- ყირგიზული ენა
- ჩინური ენა
- კოპტური ენა
- კორეული ენა
- მალაიური ენა
- მანდინკა (ენა)
- მანინკა
- მანჯურული ენა
- მონღოლური ენა
- ოირატული ენა
- ორია (ენა)
- ორხონ-ენისეური ენა
- ოსმალური ენა
- პალი
- სპარსული ენა
- პრაკრიტი
- პუშტუ
- სანსკრიტი
- საშუალო სპარსული ენა
- ძველი ოსმალური ენა
- სუაჰილი
- ტაგალოგი
- ტაჯიკური ენა
- თამილური ენა
- ტელუგუ (ენა)
- ტიბეტური ენა
- თურქული ენა
- უგარითული ენა
- უზბეკური ენა
- ურარტული ენა
- ურდუ
- ჰაუსა (ენა)
- ხეთური ენა
- ჰინდი
- ხურიტული ენა
- ჩაგატაიური ენა
- შუმერული ენა
- ელამური ენა
- იავური ენა
- იაპონური ენა