ტიბეტოლოგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ტიბეტოლოგიასამეცნიერო დისციპლინა, რომელიც ტიბეტში არსებულ ენათა და სულიერი და მატერიალური კულტურის შესწავლითაა დაკავებული.

ტიბეტოლოგიის საუნივერსიტეტო კურსი შეიძლება მოიცავდეს როგორც ფილოლოგიას, ლიტერატურათმცოდნეობას და რელიგიისმცოდნეობას, ისტორიას, ან ხელოვნების ისტორიას, ასევე ტიბეტის საზოგადოების და ბუდიზმის მეცნიერული კვლევების საფუძვლების შესწავლა-დაუფლებას.

ტიბეტოლოგია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროპის უნივერსიტეტებში მოქმედ ტიბეტოლოგიურ ფაკულტეტებზე სწავლების მთავარი საგანს ხშირად ტიბეტის ბუდიზმის კვლევა წარმოადგენს. აქედან გამომდინარე განსაკუთრებული ყურადღება კლასიკური ტიბეტური ენის, მაგრამ ასევე ტიბეტური სასაუბრო ენის შესწავლას ეთმობა. ხშირად ტიბეტოლოგია შერწყმულია ინდოლოგიასთან.

ტიბეტოლოგიის დამაარსებლად მიიჩნევენ უნგრელ ორიენტალისტს ალექსანდერ სომას. ტიბეტოლოგიის პირველი კათედრები გერმანიაში XX საუკუნის 60-იან წლებში დაარსდა, რისი ერთ-ერთი მიზეზთაგანი ისიც იყო, რომ პოლიტიკური გარემოებების გაუარესების გამო უამრავმა ტიბეტელმა სწავლულმა მიაშურა დასავლეთის ქვეყნებს.

ტიბეტოლოგიური სპეციალობები გერმანიაში ფუნქციონირებს ჰამბურგის უნივერსიტეტთან არსებულ აზია-აფრიკის ინსტიტუტში, ლაიფციგის უნივერსიტეტში, მიუნხენის უნივერსიტეტსა და ბონის უნივერსიტეტში.

რამდენიმე ათეული წელია რაც ტიბეტოლოგია სხვა დისციპლინების მიმართაც ღიაა, ეს ღიაობა განსაკუთრებით ანგლოსაქსურ ქვეყნებს შეიმჩნევა; განსხვავებულ დარგებში მოღვაწე უფრო მეტი მეცნიერი ინტერდება ტიბეტის ენითა და კულტურით. ამ საქმეში კი დიდი როლი ითამაშა წლების განმავლობაში ტიბეტის სწავლებათა საერთაშორისო ასოციაციის (ინგლისურად International Association of Tibetan Studies (შემოკლ. IATS)) მიერ გამართულმა ყრილობებმა.

საკუთრივ ჩინეთში ტიბეტოლოგია როგორც დარგი მხოლოდ დღეს იდგამს ფეხს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Shakya, Tsering: The Development of Modern Tibetan Studies. წიგნში: Robert Barnett (გამომც.): Resistance and Reform in Tibet, University of Indiana Press, Bloomington/Indianapolis 1994, ISBN 0-253-31131-4, 1–14 გვერდი.
  • Zhou, Yuan: Tibetology in China. China Intercontinental Press, Beijing 1995, ISBN 7-80113-071-5.
  • Yao, Wang (王堯): A Brief Introduction to Tibetology in China. წიგნში: Nihon chibettogakkai kaihō (日本西蔵学会々報) 36.25–29 (1990 წლის მარტი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]