სანტიაგო-დე-კუბის პროვინცია
პროვინცია | |
---|---|
სანტიაგო-დე-კუბის პროვინცია Provincia de Santiago de Cuba | |
ქვეყანა | კუბა |
ადმ. ცენტრი | სანტიაგო-დე-კუბა |
შიდა დაყოფა | კონტრამაესტრე, გუამა, მელია, პალმა-სორიანო, სან-ლუისი, სანტიაგო-დე-კუბა, სეკუნდო-ფრენტე, სონგო-ლა-მაია და ტერსერ-ფრენტე |
კოორდინატები | 20°00′00″ ჩ. გ. 76°00′00″ დ. გ. / 20.00000° ჩ. გ. 76.00000° დ. გ. |
დაარსდა | 3 ივლისი, 1976 |
ფართობი | 6 156,44 კმ² |
მოსახლეობა | 1 043 202 კაცი (2004) |
სიმჭიდროვე | 169,4 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC-5 |
სატელეფონო კოდი | +53-226 |
სანტიაგო-დე-კუბის პროვინცია — მეორე ყველაზე ხალხმრავალი პროვინცია კუბაში. მდებარეობს კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. უმსხვილესი ქალაქი და ადმინისტრაციული ცენტრია სანტიაგო-დე-კუბა. სხვა მსხვილი ქალაქები — პალმა-სორიანო, კონტრამაესტრე, მაიარი-არიბა, სან-ლუისი, სონგო-ლა-მაია.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროვინციის ტერიტორია წარსულში მრავალი ბრძოლის ასპარეზი გამხდარა, ძირითადად კუბის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისა და 1959 წლის რევოლუციის დროს, როდესაც პარტიზანული ომები ძირითადად ამ მთიან პროვინციაში იმართებოდა.
1976 წლამდე, კუბა ექვს ისტორიულ პროვინციად იყოფოდა, ერთ-ერთი მათგანი იყო ორიენტე, რომელიც 1905 წლამდე სანტიაგო-დე-კუბის სახელით იყო ცნობილი. თანამედროვე სანტაიგო-დე-კუბის პროვინცია ორიენტეს სამხრეთ-ცენტრალურ ნაწილში მდებარეობდა.
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროვინცია მდიდარია ისეთი მატერიალური რესურსებით, როგორებიცაა რკინა და ნიკელი. მიუხედავად ამისა, ეკონომიკა ძირითადად სოფლის მეურნეობას ეფუძნება. მოყავთ ყავა, ბანანი და კაკაო. დედაქალაქის გარშემო იზრდება ტურიზმის ინდუსტრია. არეალის ბუნების მომხიბვლელობა ერთნაირად იზიდავს როგორც კუბელ, ისე ზღვებისგადაღმელ ტურისტებს.
მუნიციპალიტეტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროვინცია 9 მუნიციპალიტეტისგან შედგება:
მუნიციპალიტეტი | მოსახლეობა (2004) |
ფართობი (კმ²) |
მდებარეობა |
---|---|---|---|
კონტრამაესტრე | 101 832 | 610,3 | 20°18′00″ ჩ. გ. 76°15′02″ დ. გ. / 20.30000° ჩ. გ. 76.25056° დ. გ. |
გუამა | 35 516 | 965 | 19°58′34″ ჩ. გ. 76°24′35″ დ. გ. / 19.97611° ჩ. გ. 76.40972° დ. გ. |
მელია | 33 667 | 335,2 | 20°22′10″ ჩ. გ. 75°54′39″ დ. გ. / 20.36944° ჩ. გ. 75.91083° დ. გ. |
პალმა-სორიანო | 124 585 | 845,8 | 20°12′51″ ჩ. გ. 75°59′30″ დ. გ. / 20.21417° ჩ. გ. 75.99167° დ. გ. |
სან-ლუისი | 88 496 | 765 | 20°11′17″ ჩ. გ. 75°50′55″ დ. გ. / 20.18806° ჩ. გ. 75.84861° დ. გ. |
სანტიაგო-დე-კუბა | 472 255 | 1 023,8 | 20°02′25″ ჩ. გ. 75°48′53″ დ. გ. / 20.04028° ჩ. გ. 75.81472° დ. გ. |
სეკუნდო-ფრენტე | 40 885 | 540 | 20°24′43″ ჩ. გ. 75°31′43″ დ. გ. / 20.41194° ჩ. გ. 75.52861° დ. გ. |
სონგო-ლა-მაია | 100 287 | 721 | 20°10′24″ ჩ. გ. 75°38′46″ დ. გ. / 20.17333° ჩ. გ. 75.64611° დ. გ. |
ტერსერ-ფრენტე | 30 457 | 364 | 20°10′19″ ჩ. გ. 76°19′38″ დ. გ. / 20.17194° ჩ. გ. 76.32722° დ. გ. |
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Santiago.cu (in Spanish) დაარქივებული 2014-12-22 საიტზე Wayback Machine.
- Travel info on Santiago de Cuba
- santiagoencuba.com (in Spanish)
- Santiago de Cuba City (in English and Spanish)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Atenas.cu. (2004)2004 Population trends, by Province and Municipality. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-27. ციტირების თარიღი: 2007-10-06. (ესპანური)
- ↑ Statoids. (July 2003)Municipios of Cuba. ციტირების თარიღი: 2007-10-06.
|