სანტიაგო-დე-კუბა
ქალაქი | |
---|---|
სანტიაგო-დე-კუბა Santiago de Cuba | |
ქვეყანა | კუბა |
პროვინცია | სანტიაგო-დე-კუბა |
კოორდინატები | 20°01′11″ ჩ. გ. 75°48′50″ დ. გ. / 20.019833° ჩ. გ. 75.813917° დ. გ. |
დაარსდა | 1514 |
ფართობი | 1,023.8 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 82 მ |
მოსახლეობა | 472,255 კაცი (2004) |
სიმჭიდროვე | 461.3 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC-4 |
სატელეფონო კოდი | 22 |
საფოსტო ინდექსი | 90100, 90200, 90300, 90400, 90500, 90600, 90700, 90800, 90900, 91000, 91100, 91200, 91300 და 91400 |
სანტიაგო-დე-კუბა (ესპ. Santiago de Cuba) — ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ კუბაში, სანტიაგო-დე-კუბის პროვინციაში. ქვეყნის დედაქალაქ ჰავანიდან მდებარეობს 870 კმ-ში. მუნიციპალიტეტის ფართობია 1,023,8 კმ².[1] ისტორიულად სანტიაგო-დე-კუბა დიდი ხანია რაც მნიშვნელობით ქვეყნის მეორე ქალაქია. წარმოადგენს კუბის უმნიშვნელოვანეს სამრეწველო ცენტრსა და საპორტო ქალაქს. 2004 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობდა 494,337 ადამიანი.[2]
ქალაქი დაარსდა 1514 წელს ესპანელი კონკისტადორის დიეგო ველასკეს-დე-კუელიარის მიერ. 1516 წელს დასახლება ხანძრის შედეგად განადგურდა, თუმცა ქალაქი მალევე აღადგინეს. პირველი კათედრალი აშენდა 1528 წელს. 1522-1589 წწ. იყო კუბაში შექმნილი ესპანური კოლონიის დედაქალაქი. 1553 წელს ქალაქი გაძარცვეს ფრანგმა, ხოლო 1662 წელს კრისტოფერ მინგსის მეთაურობით ბრიტანელმა ჯარისკაცებმა. XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის დასაწყისისათვის ქალაქში ჩამოსახლდნენ ფრანგი იმიგრანტები. ქალაქის პირველი მერი იყო მოგზაური ერნან კორტესი.
სანტიაგო-დე-კუბა იყო ესპანეთ-ამერიკის ომის ცენტრი. 1953 წლის 26 ივლისს ფიდელ კასტრო რევოლუციონერ ჯგუფთან ერთად თავს დაესხა ქალაქში არსებულ სამხედრო ყაზარმას. 1959 წლის 1 იანვარს ფიდელ კასტრომ აქ აღნიშნა კუბის რევოლუციის გამარჯვება.
ქალაქი განთქმულია თავისი კულტურით. არაერთი ცნობილი კუბელი მუსიკოსი და კომპოზიტორი დაბადებულია სწორედ სანტიაგო-დე-კუბაში. ცნობილია ასევე თავისი ტრადიციული ცეკვებით და კარნავალებით. მოსახლეობის დიდი ნაწილი მიეკუთვნება აფრო-კუბურ რელიგიურ რწმენას, ე.წ. სანტერიას. არის არქიტექტურული ძეგლები, რომლებიც მიეკუთვნებიან ბაროკოსა და ნეოკლასიკურ სტილს. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ტყიანი პარკები, ციცაბო ქუჩები და ა.შ. ადგილობრივი ციტადელი სახელწოდებით სან-პედრო-დე-ლა-როკა შეყვანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. ქალაქიდან 20 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს ბაკონაოს ბიოსფერული ნაკრძალი (ფართობი 848,57 კმ²).[3]
სანტიაგო-დე-კუბა მდებარეობს სიერა-მაესტრას მთისწინეთში, კლიმატი თბილი და ნოტიოა. განვითარებულია სოფლის მეურნეობა. სპილენძის, რკინის, მანგანუმის, შაქრისა და ხილის წარმოების ცენტრი. გააქვთ შაქარი, თამბაქო, ყავა. ქალაქში არის უნივერსიტეტი (დაარსდა 1947), სამედიცინო სკოლა, სტადიონი, კათედრალი და რამდენიმე მუზეუმი.
დაძმობილებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კოლუმბია – კარტახენა
- არგენტინა – როსარიო
- არგენტინა – პარანა
- ესპანეთი – სანტიაგო-დე-კომპოსტელა
- პორტუგალია – ლისაბონი
- ვენესუელა – მარაკაიბო
- ვენესუელა – მარაკაი
- აშშ – ოკლენდი
- მექსიკა – კერეტარო
- ჩინეთი – შანხაი
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სანტიაგო-დე-კუბა — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
- სანტიაგო-დე-კუბა (ინგლისური)
- სანტიაგო-დე-კუბა (ესპანური)
- სანტიაგო-დე-კუბა (ესპანური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Santiago.cu. (2006)Municipalities of Santiago de Cuba. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 15, 2007. ციტირების თარიღი: October 5, 2007. (ესპანური)
- ↑ Cuba demographics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-27. ციტირების თარიღი: 2011-12-11.
- ↑ World Heritage Site
|