სამი ლიდერის მავზოლეუმი
სამი ლიდერის მავზოლეუმი | |
---|---|
კოორდინატები | 23°48′38″ ჩ. გ. 90°24′17″ ა. გ. / 23.81056° ჩ. გ. 90.40472° ა. გ. |
მდებარეობა | ბანგლადეში, დაკა |
თარიღდება | 1963 |
სამი ლიდერის მავზოლეუმი (ბენგ. তিন নেতার মাজার) — მავზოლეუმი, რომელიც მდებარეობს ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში. მავზოლეუმში განთავსებულია პაკისტანური მოძრაობის სამი გამოჩენილი ბენგალელი ლიდერის: აბულ ქასემ ფაზლულ ჰაქის (1873-1962), ჰუსეინ შაჰიდ სუჰრავარდის (1892-1963) და ხავაჯა ნაზიმუდინის (1894-1964) საფლავი. სამივე გახლდათ ბენგალის პრემიერ მინისტრი ბრიტანეთის ინდოეთში, ხოლო დამოუკიდებლობის შემდეგ, ორი მათგანი პაკისტანის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა.
ძეგლი დააპროექტა არქიტექტორმა მასუდ აჰმედმა (ბანგლადეშის მთავრობის ყოფილი მთავარი არქიტექტორი) და დაიდგა 1963 წელს აღმოსავლეთ პაკისტანში. მავზოლეუმის არქიტექტურული სტილი ისლამური თაღების ინტერპრეტაციაა.[1]
აბულ ქასემ ფაზლულ ჰაქი, ჰუსეინ შაჰიდ სუჰრავარდი და ხავაჯა ნაზიმუდინი სხვადასხვა დროს დაიღუპნენ, მაგრამ ისინი დაკრძალეს ერთ მავზოლეუმში, რადგან მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს აღმოსავლეთ პაკისტანის განვითარებაში და აქტიურად მონაწილეობდნენ პოლიტიკურ ცხოვრებაში.
აბულ ქასემ ფაზლულ ჰაქი გამოჩენილი პოლიტიკოსი იყო,იგი გახლდათ ბენგალის პირველი პრემიერ-მინისტრი, ხოლო მოგვიანებით დაიკავა პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი. პაკისტანის მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, რომელიც ცნობილი გახდა ლიდერული თვისებებით და ბენგალური ენის სტატუსისთვის ბრძოლაში აქტიური მონაწილეობით. 1940 წელს მან მხარი დაუჭირა ლაჰორის რეზოლუციის (რეზოლუცია ინდუსების მუსლიმებისგან განთავისუფლების შესახებ, რომელიც მიღებულ იქნა ლაჰორში ინდოეთის მუსლიმთა ლიგის ყოველწლიურ სესიაზე, რომელიც გაიმართა 1940 წლის 22 მარტიდან 24 მარტამდე) . მიღებას. ფაზლულ ჰაქმა, ჰუსეინ შაჰიდ სუჰავარდთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ისეთ პოლიტიკურ ქმედებაში, როგორიც იყო გაერთიანებული ფრონტის ჩამოყალიბება 1954 წლის არჩევნებში, რომელშიც მათ გაიმარჯვეს და მიიღეს ადგილების უდიდესი რაოდენობა. ჰუსეინ სუჰრავარდი და ფაზლულ ჰაქი აქტიურობდნენ აღმოსავლეთ პაკისტანის მთავრობაში. თუმცა, იყო ჭორები, რომ არსებობდა მეტოქეობა ჰუსეინ სუჰრევარდისა და აბულ ქასემ ფაზლულ ჰაქს შორის, რამაც გამოიწვია ფაზლულ ჰაქის გადადგომა პოლიტიკიდან. ჰუსეინ შაჰიდ სუჰრავარდი ცნობილი იყო, როგორც „ავამი ლიგის პარტიის“ დამფუძნებელი. 1930-იან წლებში მან გააძლიერა მუსლიმთა ლიგის პოლიტიკური პროგრამა, მხარი დაუჭირა პაკისტანის შექმნის კონცეფციას და "ორი ერის თეორიას". 1936 წელს აირჩიეს მუსლიმთა ლიგის ბენგალის ფილიალის გენერალურ მდივნად. იგი აირჩიეს ბენგალის პარლამენტში. ჰუსეინ შაჰიდ სუჰრავარდმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აღმოსავლეთ პაკისტანის ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაში და ასევე გახდა პაკისტანის პრემიერ მინისტრი 1956 წელს. თანამდებობა დატოვა 1957 წელს.[2]
მდებარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამი ლიდერის მავზოლეუმი მდებარეობს სუჰრავარდი-უდიანში შაჰბაგ ტანგში, დაკას უნივერსიტეტთან ახლოს. მავზოლეუმი წარმოადგენს ჰიპერბოლური პარაბოლოიდური სტრუქტურას, რომელიც აღმართულია სამი პოლიტიკური ლიდერის საფლავზე.[3]
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ხედი ზემოდან
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ "Sahih Muslim 969a, 969b – The Book of Prayer – Funerals – كتاب الجنائز – Sunnah.com -–Sayings and Teachings of Prophet Muhammad (صلى الله عليه و سلم)". sunnah.com. Retrieved 2021-02-13.
- ↑ Husain, ABM (ed.). Architecture: A History Through the Ages. Cultural Survey of Bangladesh Series. Vol. 2. Asiatic Society of Bangladesh. p. 553. OCLC 298612818.
[Caption:] Mausoleum of three leaders (HS Suhrawardi, AK Fazlul Huq, Khwaja Nazimuddin) by Masood Ahmed and SA Zahiruddin
- ↑ Welcome. დაარქივებული 2022-11-27 საიტზე Wayback Machine. Teen Netar Mazar. დაარქივებულია დაარქივებული 2022-11-27 საიტზე Wayback Machine. 16 აპრილი 2013