შინაარსზე გადასვლა

სამართლიანობის ლიგა (ფილმი)

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„სამართლიანობის ლიგა“
რეჟისორი
პროდიუსერი
სცენარის ავტორი
ეფუძნება სამართლიანობის ლიგა
გარდნერ ფოქსი
ისტორია
  • კრის ტერიო
  • ზაკ სნაიდერი
როლებში
მუსიკა
ოპერატორი ფაბიან ვაგნერი
მონტაჟი
  • დევიდ ბრენერი
  • რიჩარდ პირსონი
  • მარტინ უოლში
მწარმოებელი კომპანია
დისტრიბუტორი Warner Bros. Pictures
გამოსვლის თარიღი
  • 26 ოქტომბერი, 2017 (2017-10-26) (პეკინი)
  • 17 ნოემბერი, 2017 (2017-11-17) (აშშ)
ხანგრძლივობა 120 წუთი[1]
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 300 მილიონი აშშ დოლარი[2]
შემოსავალი 657.9 მილიონი აშშ დოლარი[3]

სამართლიანობის ლიგა“ (ინგლ. Justice League) — 2017 წლის სუპერგმირული ფილმი, რომელიც ეფუძნება DC Comics-ის ამავე სახელწოდების სუპერგმირულ გუნდის ისტორიებს. ფილმის დისტრიბუტორია Warner Bros. Pictures. იგი არის რიგით მეხუთე DC-ის გაფართოებული სამყაროს ფილმების სერიაში.

ფილმის რეჟისორია ზაკ სნაიდერი, ხოლო სცენარის ავტორები – კრის ტერიო და ჯოს უიდონი. იგი ეფუძნება ტერიოს და სნაიდერის მიერ შემუშავებულ ისტორიას. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ბენ აფლეკი, ჰენრი კევილი, ემი ადამსი, გალ გადოტი, ეზრა მილერი, ჯეისონ მომოა, რეი ფიშერი, ჯერემი აირონსი, დაიენ ლეინი, კონი ნილსი და ჯონათან კიმბლ სიმონსი. სიუჟეტის მიხედვით ბეტმენი და ქალი საოცრება ქმნიან სუპერგმირულ გუნდს, რომელშიც შედიან ფლეში, აკვამენი და კიბორგი. ისინი ერთად ებრძვიან სტეპენვულფს და მისი პარადემონების რაზმს.

ფილმის გამოსვლის შესახებ ცნობილი გახდა 2014 წლის ოქტომბერში. სნაიდერი დაინიშნა რეჟისორად, ხოლო ტერიო – სცენარისტად. თავდაპირველად ნამუშევარი ცნობილი იყო, როგორც „სამართლიანობის ლიგა – ნაწილი 1“ და იგეგმებოდა მისი 2019 წელს გაგრძელების გამოშვებაც, თუმცა მეორე ფილმის წარმოება გადაიდო მას შემდეგ, რაც ადგილი დაეთმო ბეტმენის ფილმს აფლეკის მონაწილეობით. „სამართლიანობის ლიგის“ გადაღება დაიწყო 2016 წლის აპრილში და იმავე წლის ოქტომბერში დასრულდა. შემდეგ სნაიდერმა პროექტში ჩართო ჯოს უიდონი, რომელიც მუშაობდა დამატებითი სცენების სცენარზე. თავად სნაიდერმა პროექტი 2017 წლის მაისში დატოვა, მას შემდეგ, რაც ქალიშვილი დაეღუპა, ამიტომ დარჩენილი, ისევე, როგორც დამატებითი სცენების რეჟისორი უიდონი გახდა. „სამართლიანობის ლიგის“ პრემიერა შედგა 2017 წლის 26 ოქტომბერს პეკინში, ხოლო აშშ-ში გამოვიდა იმავე წლის 17 ნოემბერს 2D, 3D და IMAX ფორმატებში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Justice League [2-D]. British Board of Film Classification (7 ნოემბერი, 2017). ციტირების თარიღი: 9 ნოემბერი, 2017.
  2. ‘Justice League’: Warner Bros. CEO Reportedly Mandated a Runtime Under 2 Hours. Collider (6 ნოემბერი, 2017). ციტირების თარიღი: 9 ნოემბერი, 2017.
  3. Justice League (2017). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 26 ნოემბერი, 2017.