შინაარსზე გადასვლა

საბუდარელი ჭაბუკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„საბუდარელი ჭაბუკი“

ფილმის პოსტერი
რეჟისორი შოთა მანაგაძე
სცენარის ავტორი გიორგი მდივანი
როლებში ბელა მირიანაშვილი
იმედა კახიანი
გივი თოხაძე
სესილია თაყაიშვილი
იპოლიტე ხვიჩია
კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე
ხმის ოპერატორი რაფიელ კეზელი
ოპერატორი გიორგი ჭელიძე
მხატვარი ზურაბ მეძმარიაშვილი
ტატიანა კრიმკოვსკაია
სტუდია ქართული ფილმი
გამოსვლის თარიღი 7 ივლისი, 1958
ხანგრძლივობა 84 წთ
ქვეყანა საქართველოს სსრ
ენა ქართული

„საბუდარელი ჭაბუკი“1957 წლის ქართული საბჭოთა ფილმი. რეჟისორი შოთა მანაგაძე. პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანებზე შედგა 1958 წლის 7 ივლისს.

მთებში მიკარგული მოუსავლიანი სოფლის, საბუდარას მკვიდრნი სახლ-კარს ტოვებენ და ბარში სახლდებიან. მშობლიურ კერას მხოლოდ მეთუნე საჩინო ვერ ელევა. საჩინოს ვაჟი გოგიტა სახლიდან იპარება და მონატრებული შეყვარებულის, თებროლეს მოსაძებნად ქალაქში ჩადის. გოგიტა ავტოქარხანაში იწყებს მუშაობას. თებროლეს მშობლებს უნდათ, ქალიშვილი უშანგის მიათხოვონ, რომელიც დიდი კაცი ჰგონიათ. გოგიტა ქალიშვილს მატყუარა უშანგის ჩამოაშორებს და ცოლად შეირთავს. შვილის ქორწილის შემდეგ სოფელ საბუდარას მისი უკანასკნელი მკვიდრი, მეთუნე საჩინოც ემშვიდობება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]