კაპიტონ აბესაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბესაძე.
კაპიტონ აბესაძე
დაბ. თარიღი კაპიტონ აბესაძე
25 ნოემბერი, 1900
მუხურა, ტყიბულის მუნიციპალიტეტი
გარდ. თარიღი 12 ივლისი, 1987
ქუთაისი
საქმიანობა მსახიობი

კაპიტონ მელქისედეკის ძე აბესაძე (დ. 25 ნოემბერი, 1900, სოფ. მუხურა, ტყიბულის მუნიციპალიტეტი ― გ. 12 ივლისი, 1987, ქუთაისი) — ქართველი მსახიობი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1974), დაჯილდოებულია 3 მედლით.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1922 წელს დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია. 1921-1926 წლებში მონაწილეობდა ქუთაისის რკინიგზის კლუბის დრამატული წრის სპექტაკლებში. 1928 წელს კ. მარჯანიშვილმა მიიწვია მის მიერ ქუთაისში დაარსებულ თეატრში (ამჟამად თბილისის მარჯანიშვილის სახელობის თეატრი), სადაც აბესაძემ 1930-მდე იმუშავა. სხვადასხვა წლებში მოღვაწეობდა თბილისის წითელ და მოზარდ მაყურებელთა თეატრებში. 1938 წლიდან თეატრის მსახიობია. წარმატებით გამოდის სახასიათო როლებში: ყვარყვარე, მანუჩარი (კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“ და „კოლმეურნიუს ქორწინება“), ჯიბო კვანტრიშვილი, მოსე მწერალი (დადიანის „გუშინდელნი“ და „ნინოშვილის გურია“), კირკიტა (ჯაფარიძის „ჟამთაბერის ასული“), ხარიტონ აბზიანიძე (ბააზოვის „მუნჯები ალაპარაკდნენ“), სკრობოტი (გორკის „მტრები“), შვაჩი (ლავრენიოვის „რღვევა“) და სხვა. მონაწილეობდა ფილმებში: „დაკარგული სამოთხე“ (იმერელი გლეხი), „საბუდარელი ჭაბუკი“ (ფოსტალიონი), „ჩემი მეგობარი ნოდარი“ (მეტლე აფრასიონი) და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]