შინაარსზე გადასვლა

პრომეთე (თანამგზავრი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ პრომეთე (მრავალმნიშვნელოვანი).
პრომეთე

„კასინის“ მიერ გადაღებული ფოტო, 26 დეკემბერი, 2009
სხვა სახელები S/1980 S 27, სატურნი XVI
აღმოჩენა
აღმოჩენის თარიღი ოქტომბერი, 1980
ორბიტალური მახასიათებლები
დიდი ნახევარღერძი (a) 139 380±10 კმ
ორბიტის ექსცენტრისიტეტი (e) 0,0022
ვისი თანამგზავრია სატურნი
ფიზიკური მახასიათებლები
ზომები 136 კმ × 79 კმ × 59 კმ
საშუალო რადიუსი 43.1±2.7 კმ
მოცულობა (V) ≈ 340000 კმ³
საშუალო სიმკვრივე () 0.48 ± 0.09 გრ/სმ³
პირველი კოსმოსური
სიჩქარე
 ()
≈ 0.019 კმ/წმ
ღერძის დახრილობა 0
ალბედო 0.6
ტემპერატურა
ზედაპირზე ≈ 74 კელვინი
პრომეთე ვიკისაწყობში

პრომეთესატურნის შიდა თანამგზავრი. აღმოაჩინეს ხომალდ ვოიაჯერ 1-ის მიერ გადაღებული ფოტოების საშუალებით; იმ დროისთვის S/1980 S 27 უწოდეს.

1985 წლის ბოლოს ოფიციალურად უწოდეს ბერძნული მითოლოგიის ტიტანისპრომეთეს სახელი. ასევე სახელდებულია როგორც სატურნი XVI.

პრომეთე უკიდურესად წაგრძელებულია. ზომები 136 კმ × 79 კმ × 59 კმ-ს შეადგენს. აქვს რამდენიმე ქედი, ხეობა და 20 კმ დიამეტრიანი კრატერი. თუმცა, კრატერების მხრივ ჩამორჩება მეზობელ პანდორას, ეპიმეთესა და იანუსს. საკმაოდ დაბალი სიმკვრივისა და მაღალი ალბედოდან გამომდინარე, პრომეთე ძალიან ფოროვანი, ყინულოვანი სხეული უნდა იყოს. მის შესახებ მრავალი რამ ჯერ უცნობია.

ურთიერთქმედება F რგოლთან და სხვა თანამგზავრებთან

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრომეთე ე. წ. მწყემსი თანამგზავრია სატურნის ვიწრო, F რგოლის შიდა კიდეებისათვის. იქვე, რგოლს გადაღმა მდებარეობს პანდორას ორბიტა, რომელიც ამ რგოლოს გარე მწყემსად მიიჩნევა. თუმცა, როგორც ბოლო კვლევებმა აჩვენა, რგოლის „დატუსაღება“ მხოლოდ პრომეთეს „კისერზეა“.[1][2]

ხომალდ „კასინის“ მიერ გამოგზავნილი ფოტოებიდან ირკვევა, რომ პრომეთეს გრავიტაციული ველი F რგოლზე გადაღუნვებს და შებერილობებს წარმოქმნის, რადგან იპარავს მის ნივთიერებებს. პრომეთეს ორბიტა სავარაუდოდ ქაოტურია, რადგან პანდორასთან 121:118 ორბიტულ რეზონანსშია. ორბიტის არსებითი ცვლილება ყოველ 6,2 წელიწადში ერთხელ ხდება, როდესაც პანდორას პერიცენტრი პრომეთეს აპოცენტრის გასწვრივ განლაგდება და ორი მთვარე ერთმანეთს დაახლოებით 1400 კმ მანძილზე უახლოვდება. თავის მხრივ, პრომეთე მნიშვნელოვნად აფორიაქებს ატლასს, რომელთანაც 53:54 საშუალო-გრძედულ რეზონანსშია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Marsden, Brian G. (October 31, 1980). „Satellites of Saturn“ (discovery). IAU Circular. 3532. ციტირების თარიღი: 2011-12-29.
  • Marsden, Brian G. (January 3, 1986). „Satellites of Saturn and Pluto“ (naming the moon). IAU Circular. 4157. ციტირების თარიღი: 2011-12-29.
  • Renner, Stéfan F.; Sicardy, Bruno; French, Richard G. (March 2005). „Prometheus and Pandora: Masses and orbital positions during the Cassini tour“. Icarus. 174 (1): 230–240. Bibcode:2005Icar..174..230R. doi:10.1016/j.icarus.2004.09.005.
  • Spitale, J. N.; Jacobson, R. A.; Porco, C. C.; Owen, W. M., Jr. (2006). „The orbits of Saturn's small satellites derived from combined historic and Cassini imaging observations“ (PDF). The Astronomical Journal. 132 (2): 692–710. Bibcode:2006AJ....132..692S. doi:10.1086/505206.
  • Thomas, P. C. (July 2010). „Sizes, shapes, and derived properties of the saturnian satellites after the Cassini nominal mission“ (PDF). Icarus. 208 (1): 395–401. Bibcode:2010Icar..208..395T. doi:10.1016/j.icarus.2010.01.025. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2018.12.23. ციტირების თარიღი: 2017.05.08. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |archivedate=-ში (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • USGS/IAU. (July 21, 2006) Planet and Satellite Names and Discoverers. Gazetteer of Planetary Nomenclature. USGS Astrogeology. ციტირების თარიღი: 2011-12-29.
  • Cassini–Huygens: Multimedia-Videos / Soft Collision. NASA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 October 2007. ციტატა: „Prometheus slowly collides with the diffuse inner edge of Saturn's F ring ... pulls a streamer of material from the ring and leaves behind a dark channel.“
  • Prometheus Profile დაარქივებული 2007-06-09 საიტზე Wayback Machine. at NASA's Solar System Exploration site
  • The Planetary Society: Prometheus დაარქივებული 2006-05-19 საიტზე Wayback Machine.
  • 3-D anaglyph view of Prometheus
  1. Lakdawalla, E.. (2014-07-05) On the masses and motions of mini-moons: Pandora's not a "shepherd," but Prometheus still is. Planetary Society. ციტირების თარიღი: 2015-04-17.
  2. Cuzzi, J. N.; Whizin, A. D.; Hogan, R. C.; Dobrovolskis, A. R.; Dones, L.; Showalter, M. R.; Colwell, J. E.; Scargle, J. D. (April 2014). „Saturn’s F Ring core: Calm in the midst of chaos“. Icarus. 232: 157–175. doi:10.1016/j.icarus.2013.12.027. ISSN 0019-1035.