პოლ ოსტერი
პოლ ოსტერი (ინგლ. Paul Auster; დ. 3 თებერვალი, 1947, ნიუარკი, აშშ — გ. 30 აპრილი, 2024) — ამერიკელი მწერალი და კინორეჟისორი. მისი შემოქმედებისთვის დამახასიათებელია ეგზისტენციალური თემები, აბსურდი და პიროვნული იდენტობის ძიების საკითხი. ოსტერის გამორჩეულ ნაწარმოებებს შორისაა „ნიუიორკული ტრილოგია“ (1987), „ილუზიების წიგნი“ (2002), „მისნის ღამე“ (2003) და „4 3 2 1“ (2017). მწერლის წიგნები ორმოცზე მეტ ენაზეა თარგმნილი.[21]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა ქალაქ ნიუარკში (ნიუ-ჯერსის შტატი) 1947 წელს, დედამისის — კუინისა (ქალიშვილობის გვარი ბოგატი) და მამამისის — სემუელ ოსტერის ოჯახში. იგი პოლონური წარმოშობის ებრაელია, საშუალო ფენის წარმომადგენელი. იზრდებოდა საუს-ორენჯსა და ნიუარკში.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოსტერის პირველი ცოლი ასევე მწერალი ლიდია დეივისი იყო, რომელთან ერთადაც იგი ფრანგულ ლიტერატურას თარგმნიდა. წყვილს ამ ქორწინებიდან ერთი ვაჟი, დანიელი ჰყავს. ოსტერის მეორე მეუღლე კი პროფესორ ლოიდ ჰუსტვედტის ქალიშვილი სირი ჰუსტვედტია, რომელზეც 1981 წელს დაქორწინდნა. ამ ქორწინებიდან ოსტერსა და მის მეორე ცოლს ქალიშვილი, სახელად სოფი ჰყავთ.
სამწერლო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კოლუმბიის უნივერსიტეტში ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხების მოპოვების შემდეგ ოსტერი პარიზში გადავიდა, სადაც ფრანგული წიგნების თარგმნით ირჩენდა თავს. აშშ-ში იგი 1974 წელს დაბრუნდა, რის შემდეგაც ლექსების, ესეების, რომანების და ფრანგი მწერლების, მათ შორის სტეფან მალარმეს, თარგმანების გამოქვეყნება დაიწყო. მამის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით მიღებულმა ქონებამ მას საშუალება მისცა, შეეწყვიტა მთარგმნელობითი საქმიანობა და მთელი თავისი დრო მწერლობისთვის დაეთმო.
ოსტერმა კრიტიკული აღიარება პირველად 1982 წელს მემუარით „მარტოობის გამოგონება“ მოიპოვა, რომელიც მამას მიუძღვნა და პოლ ბენჯამინის ფსევდონიმით გამოაქვეყნა. მას მოჰყვა „ნიუიორკული ტრილოგია“, რომელმაც ავტორს ფართო ცნობადობა მოუტანა. მიუხედავად იმისა, რომ წიგნი დეტექტიურ ჟანრს მიეკუთვნება, იგი არ არის საიდუმლოს გარშემო ჩახლართული მინიშნებებისგან აგებული ტრადიციული დეტექტივი, არამედ, ამ შემთხვევაში ოსტერი დეტექტიური ჟანრის ფორმას ეგზისტენციალურ საკითხებთან წვდომისთვის იყენებს, როგორებიცაა იდენტობა, სივრცე და ენა.
იდენტობისა და პირადი საზრისის ძიების თემა ოსტერის შემდეგომ ნაწარმოებებშიც მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, როლებშიც ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს დამთხვევებისა და შემთხვევითი მოვლენების როლზე, ასევე ადამიანების ურთიერთობაზე მათ თანატოლებთან და გარესამყაროსთან.
1995 წელს ოსტერის სცენარისტობითა და თანარეჟისორობით გამოვიდა ფილმი კვამლი, რომლისთვისაც მან მოიპოვა დამოუკიდებელი სულის ჯილდო საუკეთესო სადებიუტო სცენარისთვის. კრიტიკული წარმატება დაიმსახურა ოსტერის მომდევნო წიგნებმა „მისნის ღამე“ (2003) და „4 3 2 1“ (2017).
თემები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოსტერზე დიდი გავლენა მოახდინეს ისეთმა მწერლებმა, როგორებიც არიან ედგარ ალან პო, სემიუელ ბეკეტი და ნათანიელ ჰოთორნი. ოსტერს თავის რომანებში კონკრეტულად მოხსენიებულიც კი ჰყავს პოსა და ჰოთორნის პერსონაჟები.
მწერლის შემოქმედებაში განმეორებადი თემებია: ასკეტური ცხოვრება, გარდაუვალი კატასტროფის განცდა, დამთხვევები, წარუმატებლობა,[22] ემპათიის უნარის დაკარგვა, ამერიკული ისტორია და ამერიკული სივრცე. ოსტერს თავის წიგნებში ცენტრალურ პერსონაჟად ხშირად გამოჰყავს აკვიატებით შეპყრობილი მწერალი, ასევე მის ტექსტებში ხშირად ვხვდებით პერსონაჟებს, რომლებიც დიდძალ ქონებას ფლობენ, თუმცა თანდათანობით კარგავენ მას.[23]
ფილმები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოსტერს გადაღებული აქვს ერთი ფილმი „ლულუ მთვარეზე“, არის ფილმების „კვამლი“ და „სევდა სახეზე“ სცენარისტი.
შემოქმედება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროზა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნიუიორკული ტრილოგია (1987)
- შუშის ქალაქი (1985)
- აჩრდილები (1986)
- დაკეტილი ოთახი (1986)
- ილუზიების წიგნი (2002)
- მისნის ღამე (2003)
- 4 3 2 1 (2017)
არამხატვრული
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მარტოობის გამოგონება (1982)
- აქ და ახლა, 2008-2011 (2013) მიმოწერა ჯონ მაქსველ კუტზეესთან
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „პოლ ოსტერი“ ვიკისაწყობში.
- პოლ ოსტერი – ქალაქელი განდეგილი, რადიო „თავისუფლება“
- პოლ ოსტერი — Lib.ge-ზე
- პოლ ოსტერი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ SNAC — 2010.
- ↑ Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ Discogs — 2000.
- ↑ NooSFere — 1999.
- ↑ Encyclopædia Britannica
- ↑ BD Gest'
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ The Fine Art Archive — 2003.
- ↑ AlKindi
- ↑ Babelio — 2007.
- ↑ Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ Munzinger Personen
- ↑ https://www.acmi.net.au/creators/78870
- ↑ Union List of Artist Names — 2024.
- ↑ Sante L. Paul Auster’s New York Tragedy — 2024. — ISSN 0362-4331
- ↑ 16.00 16.01 16.02 16.03 16.04 16.05 16.06 16.07 16.08 16.09 Catalog of the German National Library
- ↑ Czech National Authority Database
- ↑ Museum of Modern Art online collection
- ↑ Docteurs honoris causa sur proposition des autorités de l'ULiège — ლიეჟის უნივერსიტეტი.
- ↑ Siri Hustvedt: Biography
- ↑ Theater Rigiblick – Spielplan – Kalenderansicht – Paul Auster liest. Theater Rigiblick. ციტირების თარიღი: 2015
- ↑ Dirk Peters: Das Motiv des Scheiterns in Paul Austers "City of Glass" und "Music of Chance". unpublished MA dissertation, Christian-Albrechts Universität Kiel, 1998
- ↑ Dennis Barone (ed.): Beyond the Red Notebook. Essays on Paul Auster. Penn Studies in Contemporary American Fiction. University of Pennsylvania Press, Philadelphia (2. ed. 1996)
- დაბადებული 3 თებერვალი
- დაბადებული 1947
- გარდაცვლილი 30 აპრილი
- გარდაცვლილი 2024
- ნიუ-იორკში გარდაცვლილები
- ხელოვნებისა და მეცნიერების ამერიკული აკადემიის წევრები
- ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალრები
- ამერიკელი მწერლები
- XX საუკუნის ამერიკელი რომანისტები
- XX საუკუნის ამერიკელი მამაკაცი მწერლები
- XXI საუკუნის ამერიკელი რომანისტები
- ამერიკელი კრიმინალური ჟანრის მწერლები
- ამერიკელი მთარგმნელები
- პოსტმოდერნისტი მწერლები
- XX საუკუნის ამერიკელი პოეტები
- XXI საუკუნის ამერიკელი პოეტები
- ამერიკელი მამაკაცი პოეტები
- XX საუკუნის მთარგმნელები
- XXI საუკუნის მთარგმნელები
- ამერიკელი მამაკაცი ესეისტები
- XX საუკუნის ამერიკელი ესეისტები
- XXI საუკუნის ამერიკელი ესეისტები
- XXI საუკუნის ამერიკელი მამაკაცი მწერლები
- ამერიკელი მამაკაცი სცენარისტები
- კოლუმბიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები