ილუზიების წიგნი
„ილუზიების წიგნი“ | |
---|---|
ავტორი | პოლ ოსტერი |
ენა | ინგლისური ენა |
გამომცემელი | Henry Holt and Company |
გამოცემის თარიღი | 2002 |
წინამორბედი | ტიმბუქტუ (ნოველა) |
მომდევნო | მისნის ღამე |
„ილუზიების წიგნი“ (ინგლ. The Book of Illusions) — ამერიკელი მწერლის, პოლ ოსტერის, რომანი, გამოქვეყნდა 2002 წელს. 2004 წელს წარდგენილი იყო დუბლინის საერთაშორისო ლიტერატურულ პრემიაზე.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წიგნი, რომელშიც მოქმედება 1980-იან წლებში მიმდინარეობს, პროფესორ დევიდ ზიმერის შესახებ მოგვითხრობს. იგი ღრმა დეპრესიით იტანჯება მას შემდეგ, რაც ავტოკატასტროფაში მეუღლე და შვილები დაკარგა. ერთ დღეს იგი შემთხვევით ნახავს ფილმს მუნჯი კინოს ერთ დროს ცნობილი მსახიობის ჰექტორ მანის მონაწილებით, რომელიც 1929 წელს უკვალოდ გაუჩინარდა. იგი გადაწყვეტს, მანის მონაწილეობით ყველა ფილმი ნახოს და მის შესახებ წიგნი დაწეროს. მსახიობის იშვიათი ფილმების მოსაძიებლად იგი ევროპასა და ამერიკაში იწყებს მოგზაურობს.
სიუჟეტის შუა ნაწილი ჰექტორ მანის ცხოვრების შესახებ თხრობას ეძღვნება, რომელმაც გადაწყვიტა, თავი დაენებებინა კინოკარიერისთვის, რათა გამოესყიდა ის ბრალეულობა, რაც მას საყვარელი ქალის სიკვდილშში მიუძღოდა. მანის სიცოცხლის ბოლო დღეებში, მისი ცოლი ზიმერს წერილს სწერს და მათ სახლში ნიუ მექსიკოში იწვევს, რათა პროფესორი მსახიობის უკანასკნელი მემკვიდრეობის მოწმე გახდეს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ილუზიების წიგნი Goodreads-ზე