შინაარსზე გადასვლა

პიტერმარიცბურგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
პიტერმარიცბურგი
აფრ. Pietermaritzburg
ზულუ —umGungundlovu
ქვეყანა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
დაქვემდებარება ქალაქი
პროვინცია კვაზულუ-ნატალი
კოორდინატები 29°35′00″ ს. გ. 30°25′00″ ა. გ. / 29.58333° ს. გ. 30.41667° ა. გ. / -29.58333; 30.41667
დაარსდა 1839
ფართობი 126,15 კმ²
ცენტრის სიმაღლე 596
მოსახლეობა 223 448 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 1771,29 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2
სატელეფონო კოდი 033
საფოსტო ინდექსი 3200, 3201
ოფიციალური საიტი pietermaritzburg.co.za
South Africa location map.svg
South Africa location map.svg

პიტერმარიცბურგი (აფრ. Pietermaritzburg, ზულუ —umGungundlovu) — ქალაქი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. კვაზულუ-ნატალის პროვინციის დედაქალაქი და მეორე უდიდესი ქალაქი. იგი დაარსდა 1838 წელს და ამჟამად შედის მსუნდუზის ადგილობრივ მუნიციპალიტეტში. ქალაქი რეგიონალურად მნიშვნელოვანი სამრეწველო ცენტრია, აწარმოებენ ალუმინის, ხის და რძის პროდუქტებს. ქალაქში განლაგებულია ბევრი სკოლა და უმაღლესი სასწავლებლები, მათ შორის კვაზულუ-ნატალის უნივერსიტეტის კამპუსი. 2011 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 223 448 ადამიანს[1] და ინდოელი მოსახლეობის რაოდენობით ერთ-ერთი უდიდესია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. ქალაქის ფართობია — 126,15 კმ².

ქალაქი თავდაპირველად დააარსეს ბურებმა 1839 წელს[2] და მას პიტერ მორიც რეტიფისა და გერიტ მარიცის პატივსაცემად პიტერმარიცბურგი უწოდეს. ეს ორი ადამიანი ზულუსების ლიდერ დინგანესთან (ინგლ. Dingane) სისხლიან მდინარეზე ბრძოლაში დამარცხების დროს დაიღუპა. მანამდე იმ ადგილს, სადაც დაარსდა ქალაქი, ეწოდებოდა უმგუნგუნდლოვუ (ყველაზე უფრო გავრცელებული თარგმანი ზულუს ენიდან — «სპილოს ადგილი»; დღეისათვის ამ დასახელებას ატარებს ოლქი, სადაც მდებარეობს პიტერმარიცბურგი). მცირე ხანს ქალაქი იყო ბურების რესპუბლიკის — ნატალის დედაქალაქი, ხოლო 1843 წელს დიდი ბრიტანეთის მიერ ნატალის ანექსიის შემდეგ გახდა ნატალის კოლონიის ცენტრი. 1910 წელს, როდესაც შეიქმნა სამხრეთ აფრიკის კავშირი, ნატალი გახდა მისი ოთხი პროვინციიდან ერთ-ერთი, ხოლო პიტერმარიცბურგი დარჩა ნატალის დედაქალაქად. 1994 წელს, პროვინციის ბანტუსტან კვაზულუსთან შეერთების შემდეგ, ქალაქი გახდა პროვინცია კვაზულუ-ნატალის დედაქალაქი.

ქალაქი იმით არის ცნობილი, რომ ახალგაზრდობაში მას ესტუმრა მაჰათმა განდი; პიტერმარიცბურგში იგი აიძულეს დაეტოვებინა მატარებელი, რადგანაც მან უარი განაცხადა პირველი კლასის ვაგონიდან გადასულიყო მესამე კლასის ვაგონში იმის გამო, რომ ერთ-ერთი ევროპელისთვის არ აღმოჩნდა დასაჯდომი ადგილი პირველი კლასის ვაგონში (მიუხედავად იმისა, რომ განდის შეძენილი ჰქონდა პირველი კლასის ვაგონის ბილეთი). ეს ინციდენტი გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რომელმაც განდის დააწყებინა ბრძოლა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ინდოელების დისკრიმინაციის წინააღმდეგ. დღეისათვის ქალაქის ცენტრში დადგმულია მაჰატმა განდის ძეგლი.

2011 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 223 448 ადამიანს.[1]. ამავე აღწერის მონაცემებით მოსახლეობის 69,99 %-ს (156 396 ადამიანი) შეადგენენ შავკანიანები; თეთრკანიანთა რაოდენობაა 14,24 % (31 827 ადამიანი); აზიელი მოსახლეობა შეადგენს ქალაქის მაცხოვრებელთა 8,35 %-ს (18 669 ადამიანი); ფერადკანიანები კი 6,91 %-ს (15 444 ადამიანი).[1]

2011 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქ პიტერმარიცბურგის მოსახლეობის 57,03 %-ის (121 852 ადამიანი) მშობლიური ენაა ზულუ; მოსახლეობის 28,94 % (61 841 ადამიანი) ლაპარაკობს ინგლისურ ენაზე; 4,24 % (9057 ადამიანი) ლაპარაკობს აფრიკაანსზე, ხოლო 3,51 % (7491 ადამიანი) კოსას ენაზე.[1]

დამეგობრებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 2011 წლის მოსახლეობის აღწერა
  2. Chronological order of town establishment in South Africa based on Floyd (1960:20–26) გვ. xlv–lii. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-13. ციტირების თარიღი: 2016-07-24.
  3. Sister Cities of Hampton, Virginia. ციტირების თარიღი: 7 November 2011.
  4. Sister Cities International. ციტირების თარიღი: 7 November 2011.