შინაარსზე გადასვლა

პარია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარიბის ზღვა, პარია და კუნძული ტრინიდადი

პარია (ესპ. Golfo de Paria) — კარიბის ზღვის ყურე სამხრეთ ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაპირთან (ვენესუელა).

ოკეანისგან გამოყოფს კუნძული ტრინიდადი და ნახევარკუნძული პარია, უკავშირდება — ბოკას-დელ-დრაგონის (ჩრდილოეთით) და ბოკა-დე-ლა-სეიერპეს (აღმოსავლეთით) სრუტეებით. აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ გადაჭიმულია 160 კილომეტრზე, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 65 კილომეტრზე. ფართობი — 7 800 კმ². სიღრმე 22 მეტრამდე. იცის ძლიერი მოქცევითი დინება (სიჩქარე 3,5 კმ/სთ-ზე მეტი). პარიას ერთვის მდინარე სან-ხუანი და მდინარე ორინოკოს დელტის რამდენიმე ტოტი, მათ შორის კანო-მანამო. ყურის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაპირზეა ნავსადგური პორტ-ოვ-სპეინი (ტრინიდადი და ტობაგო).

ყურე გახსნა ქრისტეფორე კოლუმბმა, რომელმაც მას უწოდა დე-ლა-ბალენის ყურე (Golfo de la Ballena). სანაპიროებზე განვითარებულია თევზჭერა. XVIII საუკუნის არაერთ კარტოგრაფიულ წყაროზე პარია აღნიშნულია როგორც გოლფო-ტრისტე (სევდიანი ყურე).[1]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Mapa de la ysla de Trinidad. Archivo General de Indias. Unidad: Mapas y Planos. Signatura: MP-VENEZUELA, 185.Portal de Archivos Españoles