პარიის ნახევარკუნძული
იერსახე
პარიის ნახევარკუნძული (ესპ. Península de Paria) — ვრცელი ნახევარკუნძული ვენესუელაში, სუკრეს შტატში. იგი ერთმანეთისგან ყოფს კარიბის ზღვასა და პარიის ყურეს. მოიცავს პარიის ნახევარკუნძულის ეროვნულ პარკს, რომელიც 1978 წლის 12 დეკემბერს შეიქმნა და 37 500 ჰექტარს იკავებს. ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთში ასევე მდებარეობს მეორე ეროვნული პარკი — ტურუეპანო. ადმინისტრაციულად, ნახევარკუნძული არისმენდის, მარინიოსა და ვალდესის მუნიციპალიტეტებს მიეკუთვნება.
უმაღლესი მწვერვალია სერო-ელ-უმო (1374 მ). გამოირჩევა კარიბის ზღვისთვის დამახასიათებელი ტიპური პლაჟბით. სამხრეთით ვრცელდება ჭაობიანი სავანა. საშუალო წლიური ტემპერატურა 16-25 °C-ს შეადგენს.