შინაარსზე გადასვლა

პარამაგნეტიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პარამაგნეტიკინივთიერება, რომელიც გარე მაგნიტურ ველში მაგნიტდება ველის გასწვრივ. როცა გარე ველი არ არსებობს პარამაგნეტიკი დამაგნიტებული არ არის. პარამაგნეტიკის ატომებს (იონებს) აქვს საკუთარი მაგნიტური ომენტი, მაგრამ ფერო- და ანტიფერომაგნეტიკებისათვის დამახასიათებელი მაგნიტური სტრუქტურა პარამაგნეტიკს არა აქვს. გარე მაგნიტური ველის გავლენით პარამაგნეტიკის ატომთა (იონთა) მაგნიტური მომენტები (პარამაგნტიტური ლითონებისათვის — გამტარობის ელექტრონების მაგნიტური მომენტები) უპირატესად ველის გასწვრივ ორიენტირდება, რის შედეგად პარამაგნეტიკი იძენს ჯამურ მაგნიტურ M მოენტს, რომელიც ველის დაძაბულობის პროპორციულია და მიმართულია ის გასწვრივ. ამიტომ პარამაგნეტიკის მაგნიტური ამთვისებლობა ყოველთვის დადებითია, სადაც ერთი მოლის ამთვისებლობაა. პარამაგნეტიკებია მოლეკულური ჟანგბადი , ტუტე და ტუტემიწა ლითონები და სხვა. ზოგიერთი პარამაგნეტიკის პარამაგნეტიზმს განაპირობებს ბირთვების მაგნიტური მომენტები (მაგალითად ).

ზოგიერთი პარამაგნეტიკის მაგნიტური
ამთვისებლობა
(ნორმალურ პირობებში)[1]
ნივთიერება მაგნიტური ამთვისებლობა
·10-5 (სმ3/მოლ)
ვოლფრამი W 7.8
ცეზიუმი Cs 6.1
ალუმინი Al 3.2
ლითიუმი Li 2.4
მაგნიუმი Mg 2.2
ნატრიუმი Na 3.72