შინაარსზე გადასვლა

ნისეფორ სოგლო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნისეფორ სოგლო
ნისეფორ სოგლო
ბენინის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 აპრილი, 1991 – 4 აპრილი, 1996
წინამორბედიმატიე კერეკუ
მემკვიდრემატიე კერეკუ

ბენინის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
12 მარტი, 1990 – 4 აპრილი, 1991
წინამორბედითანამდებობა აღდგა
მემკვიდრეთანამდებობა გაუქმდა

დაბადებული29 ნოემბერი, 1934
ლომე, ტოგო
განათლებაპარიზის უნივერსიტეტი

ნისეფორ სოგლო (ფრანგ. Nicéphore Soglo; დ. 29 ნოემბერი, 1934, ლომე) — ბენინის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი 1990-1991 წლებში და პრეზიდენტი 1991-1996 წლებში. 2003 წლიდან 2015 წლამდე ქალაქ კოტონუს მერი. მისი მეუღლეა ასევე პოლიტიკოსი როსინე ვიეირა სოგლო[1].

ნისეფორ სოგლო დაიბადა ტოგოში. პარიზის უნივერსიტეტში სამართლისა და ეკონომიკის დარგში ხარისხის მიღების შემდეგ იგი დაბრუნდა ბენინში და მუშაობა დაიწყო ფინანსების ინსპექტორად. მას შემდეგ, რაც მისი ბიძაშვილი კრისტოფ სოფლო დაამხო სურუ-მიგან აპიტიმ იგი დანიშნეს ფინანსებისა და ეკონომიკის მინისტრად. 1972 წლის გადატრიალების შემდეგ, როცა ხელისუფლებაში მოვიდა მატიე კერეკუ, მან დატოვა ქვეყანა და მუშაობას შეუდგა საერთაშორისო სავალუტო ფონდში და მსოფლიო ბანკში[2].

1990 წელს ქვეყნის ეკონომიკური კრიზისის გამოსაყვანად ნისეფორ სოგლო დანიშნეს პრემიერ-მინისტრად. ამ პერიოდში მიიღეს ახალი კონსტიტუციაც, რომლის თანახმად ჩატარებულ პირველ მრავალპარტიულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა 67,73 %-ით და პრეზიდენტის მოვალეობას შეუდგა 1991 წლის 4 აპრილს[3]. თავისი პრეზიდენტობის დროს ცდილობდა ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას. 1996 წელს დემოკრატიული არჩევნებით დათმო პრეზიდენტის თანამდებობა მატიე კერეკუს სასარგებლოდ.

2003 წლის 13 თებერვალს მუნიციპალურ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ სოგლო კოტონუს მერად აირჩიეს, აღნიშნული თანამდებობა ეკავა 2015 წლამდე[4].

  1. „Rosine Soglo's removal from party makes headlines“. PanaPress. 2001-09-07. ციტირების თარიღი: 2012-07-30.
  2. Nicéphore Soglo. MSN Encarta. Microsoft Corporation (2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-11-01. ციტირების თარიღი: 2008-11-06.
  3. Elections in Benin, African Elections Database.
  4. "Opposition set to win in major Beninese cities", afrol News, January 12, 2003.