ემილ ზინსუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ემილ ზინსუ
ბენინის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 ივლისი, 1968 – 10 დეკემბერი, 1969
წინამორბედიალფონს ამადუ ალი
მემკვიდრემორის კუანდეტე

დაბადებული23 მარტი, 1918
ვიდა, ბენინი
გარდაცვლილი28 ივლისი, 2016
კოტონუ, ბენინი
პროფესიაფიზიკოსი

ემილ ზინსუ (ფრანგ. Émile Derlin Henri Zinsou; დ. 23 მარტი 1918, ვიდა — გ. 28 ივლისი 2016, კოტონუ) — ბენინელი პოლიტიკოსი, ბენინის პრეზიდენტი 1968 წლის 17 ივლისიდან 1969 წლის 10 დეკემბრამდე.

დაიბადა 1918 წელს პორტუგალიის კოლონიურ ქალაქ ვიდაში. 1955–1958 წლებში იყო საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატის წევრი. 1960 წელს დაგომეის დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ მუშაობდა დიპლომატიურ სფეროში. ასევე იყო ჯანმრთელობის დაცვის (1962–1963) და საგარეო საქმეთა (1965–1967) მინისტრად ქვეყნის სხვადასხვა ხელისუფლების პერიოდში.

1960-იანი წლების შუა პერიოდიდან ბენინში სამხედრო გადატრიალებების სერია დაიწყო. ერთ სამხედრო ხელისუფლებას მეორე ცვლიდა. ზოგჯერ სამხედროები სამოქალაქო პირს იწვევდნენ პრეზიდენტის თანამდებობაზე, რომელსაც დიდი ავტორიტეტი ჰქონდა მოსახლეობაში. 1968 წელს მას შემდეგ რაც ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოაგრვა საკმარისი ხმები , სამხედროებმა პრეზიდენტად გამოაცხადეს ემილ ზინსუ. მისი დახმარებით დაბრუნდა სამშობლოში ქვეყნის პირველი პრეზიდენტი იუბერ მაგა. 1969 წელს ქვეყანაში კვლავ სამხედრო გადატრიალება მოხდა, ემილ ზინსუ გაათავისუფლეს თანამდებობიდან და დააპატიმრეს. ციხიდან გაათავისუფლა პრეზიდენტმა პოლ-ემილ დე სუზამ.

ძალიან მალე ქვეყანაში დამყარდა მატიე კერეკუს მარქსისტული, ერთპარტიული სისტემა. ემილ ზინსუ გადავიდა ოპოზიციაში. მოუწია ემიგრაციაში წასვლა. დიდი ხანი ცხოვრობდა საფრანგეთში. 1977 წელს მონაწილეობდა მარქსისტების წინააღმდეგ შეთქმულებაში, რომელიც არ განხორციელდა[1]. XX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოდან ქვეყანაში დემოკრატიული ძვრები დაიწყო. 1990 წლის ამრტში შეიქმნა საკონსულტაციო საბჭო, რომელშიც გაერთიანდნენ ყოფილი ხქვეყნის მმართველები, მათ შორის ემილ ზინსუც[2]. ასევე აგრძელებდა თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან. 2000 წელს ლომეში ხელი მოაწერა აფრიკის კავშირის შექმნის ხელშეკრულებას.

გარდაიცვალა 2016 წლის 28 ივლისს ბენინის არაოფიციალურ დედაქალაქ კოტონუში[3].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Houngnikpo, Mathurin; Decalo, Samuel (2013) Historical Dictionary of Benin. Rowman & Littlefield. ISBN 0810871718. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. «Африканские эпизоды советского флота - Бенин». დაარქივებულია ორიგინალიდან - 2013-02-13. წაკითხვის თარიღი: 2013-02-09.
  2. Chales Yansunnu, «Mathieu Kérékou refuse l’école des anciens présidents», Fraternite (sonangnon.net), 15 June 2007 (ფრანგული).
  3. Former President of Benin, Emile Zinsou, dead.