ნინო დუმბაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დუმბაძე (მრავალმნიშვნელოვანი).
ნინო დუმბაძე
პირადი ინფორმაცია
სრული სახელი ნინო იაკობის ასული დუმბაძე
დაბ. თარიღი 23 მაისი, 1919
დაბ. ადგილი ოდესა, ხერსონის გუბერნია, უკრაინის სახალხო რესპუბლიკა
გარდ. თარიღი 14 აპრილი, 1983 (63 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირი
სიმაღლე 178 სმ
წონა 82 კგ
სპორტი
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი
სპორტი მძლეოსნობა
სახეობა ბადროს ტყორცნა
კლუბი „დინამო“ (თბილისი)
მწვრთნელი იური ბორისის ძე დიაჩკოვი
ჯილდოები
საპატიო ნიშნის ორდენი  — 1957 შრომის წითელი დროშის ორდენი ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი — 1943
მედლები
ოლიმპიური თამაშები
ბრინჯაო ჰელსინკი 1952 ბადრო
ევროპის ჩემპიონატი
ოქრო ოსლო 1946 ბადრო
ოქრო ბრიუსელი 1950 ბადრო

ნინო დუმბაძე (დ. 23 მაისი, 1919, ოდესა — გ. 14 აპრილი, 1983, თბილისი, საქართველოს სსრ)[1]ქართველი და საბჭოთა ბადროს მტყორცნელი. პირველი ქართველი მსოფლიო რეკორდსმენი მძლეოსანი ქალი, საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1943), საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მუშაკი (1972). საპატიო ნიშნის ორდენის (1957)[2] შრომის წითელი დროშის ორდენისა და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერი (1999).[3]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნინო დუმბაძე იყო თბილისის „დინამოს“ (1938–52) წევრი. დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი (1955). იყო საბჭოთა კავშირის ათგზის (მ. შ. ორგზის ხელყუმბარის ტყორცნაში), ევროპის ორგზის (1946, 1950) ჩემპიონი ბადროს ტყორცნაში, XV ოლიმპიური თამაშების (ჰელსინკი, 1952) ბრინჯაოს პრიზიორი.

12 წელი მსოფლიო რეკორდსმენი იყო ბადროს ტყორცნაში. პირველი ოფიციალური მსოფლიო რეკორდი (53,25 მ ) დაამყარა მოსკოვში (1948), მეორე (53,37 მ) — გორში (1951), მესამე (57,04 მ) — თბილისში (1952).

ნომინაციაში „საუკუნის 3 საუკეთესო სპორტსმენი ქალი“ დუმბაძე დასახელდა ნონა გაფრინდაშვილისა და ნინო სალუქვაძის შემდეგ. ნინო დუმბაძეს მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი
  • 3rd 1952 (ჰელსინკი; 46.29 მ)
ევროპის ჩემპიონი
  • 1st 1946 (ოსლო, ნორვეგია; 44.52 მ)
  • 1st 1950 (ბრიუსელი, ბელგია; 48.03 მ)
საბჭოთა კავშირის ჩემპიონი
  • 1st 1939 (ხარკივი; 46.83 მ)
  • 1st 1943 (გორკი; 48.77 მ)
  • 1st 1944 (მოსკოვი; 49.88 მ)
  • 1st 1946 (დნეპროპეტროვსკი; 46.63 მ)
  • 1st 1947 (ხარკივი; 44.48 მ)
  • 1st 1948 (ხარკივი; 50.19 მ)
  • 1st 1949 (მოსკოვი; 52.27 მ)
  • 1st 1950 (კიევი; 51.02 მ)
საბჭოთა კავშირის ვიცე-ჩემპიონი
  • 2nd 1952 (ლენინგრადი; 51.36 მ)
  • 2nd 1954 (კიევი; 48.19 მ)
  • 2nd 1955 (თბილისი; 53.52 მ)
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი
  • 3rd 1951 (მინსკი; 44.82 მ)
  • 3rd 1953 (მოსკოვი; 46.70 მ)
სტუდენტთა მსოფლიო თამაშების ჩემპიონი
  • 1st 1951 (51.24 მ)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პერიოდიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ნინო დუმბაძე. Sports Reference LLC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-18. ციტირების თარიღი: 23 მაისი 2014.
  2. Сборник указов Президиума Верховного Совета СССР о награждении орденами и медалями СССР, Июль 1957, № 27 (120). — С. 22.. Naukaprava.ru. Научно-практическая электронная библиотека «Наука права». ციტირების თარიღი: 3 თებერვალი, 2022
  3. გარდაცვალების შემდეგ