ნინო დუმბაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დუმბაძე (მრავალმნიშვნელოვანი).
ნინო დუმბაძე
Nina Dumbadze 1952.jpg
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 23 მაისი, 1919
დაბ. ადგილი ოდესა
გარდ. თარიღი 14 აპრილი, 1983
გარდ. ადგილი თბილისი, სსსრ
სიმაღლე 178
წონა 82
სპორტი
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
სპორტი მძლეოსნობა
სახეობა ბადროს ტყორცნა
კლუბი დინამო თბილისი
ჯილდოები შრომის წითელი დროშის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი და სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი

ნინო დუმბაძე (დ. 23 მაისი, 1919, ოდესა — გ. 14 აპრილი, 1983, თბილისი, სსსრ)[1][2]ქართველი საბჭოთა ბადროს მტყორცნელი. პირველი ქართველი მსოფლიო რეკორდსმენი მძლეოსანი ქალი, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1944), საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მუშაკი (1972).

ნინო დუმბაძე იყო თბილისის „დინამოს“ (1938–52) წევრი. დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი (1955). იყო სსრკ ათგზის (მ. შ. ორგზის ხელყუმბარის ტყორცნაში), ევროპის ორგზის (1946, 1950) ჩემპიონი ბადროს ტყორცნაში, XV ოლიმპიური თამაშების (ჰელსინკი, 1952) ბრინჯაოს პრიზიორი.

12 წელი მსოფლიო რეკორდსმენი იყო ბადროს ტყორცნაში. პირველი ოფიციალური მსოფლიო რეკორდი (53,25 მ ) დაამყარა მოსკოვში (1948), მეორე (53,37 მ) — გორში (1951), მესამე (57,04 მ) — თბილისში (1952).

ნომინაციაში „საუკუნის 3 საუკეთესო სპორტსმენი ქალი“ დუმბაძე დასახელდა ნონა გაფრინდაშვილისა და ნინო სალუქვაძის შემდეგ. ნინო დუმბაძეს მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ნინო დუმბაძე. Sports Reference LLC. წაკითხვის თარიღი: 23 მაისი 2014.
  2. ნინო დუმბაძე. დიდი საბჭოთა ენციკლოპედია. წაკითხვის თარიღი: 23 მაისი 2014.