ნინო სალუქვაძე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნინო სალუქვაძე
Nino Salukvadze Beijing 2008.jpg
ნინო სალუქვაძე ნატალი პედერინასთან 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 1 თებერვალი, 1969
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველო
სპორტი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სპორტი ტყვიის სროლა

ნინო სალუქვაძე (დ. 1 თებერვალი, 1969) — ქართველი სპორტსმენი, მიზანში მსროლელი, სამგზის ოლიმპიური მედლის მფლობელი - ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა 1988 წელს საბჭოთა კავშირის გუნდში ასპარეზობისას, ხოლო ბრინჯაოს მედალი 2008 წელს საქართველოს გუნდში (პეკინის ოლიმპიადაზე).

ნინო 19 წლის იყო 1988 წელს ზაფხულის ოლიმპიადაზე ოქროსა და ვერცხლის მედლების მოპოვებისას ქალთა შორის მიზანში სროლაში ასპარეზობისას 25 და 10 მეტრი ნიშნულიდან. 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიადის დროს საქართველოსა და რუსეთს შორის ომი მიმდინარეობდა, როდესაც ნინო სალუქვაძე რუს მსროლელ ნატალი პადერინას ეჯიბრებოდა ბრინჯაოს, ხოლო პადერინამ ვერცხლის მედლები მოიპოვეს. პოდიუმზე ორივემ ერთმანეთი გადაკოცნა და ორ მთავრობას ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა.[1]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. "Olympic shooters hug as their countries do battle", CNN, 10 აგვისტო, 2008