შინაარსზე გადასვლა

ნიკოლოზ ბოგოლიუბოვი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიკოლოზ ბოგოლიუბოვი
რუს. Николай Николаевич Боголюбов

დაბ. თარიღი 8 (21) აგვისტო, 1909[1] [2] [3]
დაბ. ადგილი ნიჟნი-ნოვგოროდი[4]
გარდ. თარიღი 13 თებერვალი, 1992(1992-02-13)[1] [3] [5] (82 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი[6]
დასაფლავებულია ნოვოდევიჩიეს სასაფლაო
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 სსრკ
 რუსეთი
საქმიანობა მათემატიკოსი, ფიზიკოს-თეორეტიკოსი, გამომგონებელი, სამეცნიერო მუშაკი, არამხატვრული მწერალი და პოლიტიკოსი
მუშაობის ადგილი კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტი, სტეკლოვის მათემატიკის ინსტიტუტი, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტი და Bogolyubov Institute for Theoretical Physics
ალმა-მატერი კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები Dmitry Zubarev, Selim Kreyn, ანატოლი ლუგანოვი, Boris Medvedev, Yurii Mitropolskiy, Mikhail Polivanov, Sergei Tyablikov, Dmitry Shirkov და Victor A. Matveev
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი
მამა Nicholas Mikhailovich Bogolyubov
შვილ(ებ)ი Nikolay Bogolyubov Jr. და Pavel Bogolyubov
ნათესავ(ებ)ი Nikolay Bogoliubov
ჯილდოები სტალინური პრემია, სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, სოციალისტური შრომის გმირი, ოქტომბრის რევოლუციის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, მიხეილ ლომონოსოვის სახელობის დიდი ოქროს მედალი[7] , ჰელმჰოლცის მედალი, მაქს პლანკის მედალი, უკრაინის მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე, ლენინური პრემია, ლენინის ორდენი, ნამგალი და ურო, ორდენი „კირილე და მეთოდე“, მიხეილ ლომონოსოვის პრემია, Lyapunov Prize, ფრანკლინის მედალი, Karpinsky Award, დენი ჰაინემანის პრიზი მათემატიკურ ფიზიკაში[8] , დირაკის მედალი[9] , ორდენი პოლონეთის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისათვის, Order of the National Flag, ხალხთა მეგობრობის ვარსკვლავის ორდენი და honorary doctor of Comenius University[10]

ნიკოლოზ ბოგოლიუბოვი (რუს. Никола́й Никола́евич Боголю́бов; დ. 21 აგვისტო, 1909, ნიჟნი-ნოვგოროდი13 თებერვალი, 1992, მოსკოვი) — რუსი მათემატიკოსი და თეორეტიკოსი-ფიზიკოსი.

ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ბოგოლიუბოვი დაიბადა 1909 წლის 21 აგვისტოს ნიჟნი-ნოვგოროდში (ახლანდელი გორკი). 14 წლის ასაკში ბოგოლიუბოვმა მუშაობდა დაიწყო რუს მათემატიკოს კრილოვთან კიევში. მუშაობის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ გამოქვეყნდა თავისი პირველი მეცნიერული ნაშრომი „დიფერენციალურ განტოლებათა ამონახსნების ქცევა უსასრულობაზე“. 1925 წელს ბოგოლიუბოვი მიიღეს უკრაინის სსრ მეცნიერებათა აკადემიასთან არსებულ ასპირანტურაში, სადაც მან კურსის დასრულების შემდეგ დაიცვა დისერტაცია თემაზე — „ვარიაციული აღრიცხვის პირდაპირი მეთოდების გამოყენება უმარტივესი ამოცანის არარეგულარული შემთხვევების კვლევაში“.

ნიკოლოზ ბოგოლიუბოვის ადრეული ნაშრომები ეხება მათემატიკის სხვადასხვა დარგს. ამ შრომების მნიშვნელობას განსაზღვრავს შემდეგი ფაქტი: უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის მიერ მათ ავტორს 21 წლის ასაკში მიენიჭა მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.

ბოგოლიუბოვი 1932 წლიდან მასწავლებელთან ერთად შეუდგა ახალი დარგის, არაწრფივ რხევათა თეორიის შექმნას (იგივე არაწრფივი მექანიკა). დიფერენციალურ განტოლებათა ასიმპტოტური ინტეგრირების მეთოდი, რომელიც მანამდე გამოიყენებოდა ასტრონომიაში კონსერვატიული სისტემებისათვის ბოგოლიუბოვმა განაზოგადა რხევითი სისტემების მიმართ. რადიოფიზიკის განვითარებაში დიდი როლი შეასრულა ბოგოლიუბოვის ნაშრომებმა. აგრეთვე დიდი მნიშვნელობა იქონია დინამიკურ სისტემათა აბსტრაქტული თეორიის დამუშავებაში, სადაც მის მიერ მიღებული შედეგები კლასიკურადაა აღიარებული.

სტატისტიკურ ფიზიკაში ბოგოლიუბოსი ეფექტურად იყენებდა შეშფოთების თეორიის რეგულარულ მეთოდებს, რომელიც მანამდე მის მიერ იქნა დამუშავებული არაწრფივ მექანიკაში შემუშავებულ ფუნდამენტურ ნაშრომში — „მათემატიკური ფიზიკის ზოგიერთი სტატისტიკური მეთოდის შესახებ“ (1945) და „დინამიკური თეორიის პრობლემები სტატისტიკურ ფიზიკაში“ (1946). ამ ნაშრომებმა ჩვენ მოგვცდა სტატისტიკური ფიზიკის ამოცანების გადაწყვეტის პრინციპულად ახალი მეთოდები როგორც სტანციონალური, ისე არასტანციონალური შემთხვევებისათვის. განაწილების ფუნქციისათვის მან შექმნა ეგრეთ წოდებული „ჯაჭვური მეთოდი“, რომელიც წონასწორული და არაწონასწორული სტასტისტიკური მექანიკის ძირითად მეთოდად იქცა.

სტატისტიკური ამოცანების გადაწყვეტისას ბოგოლოუბოვმა პირველად გამოიყენა „კვაზისაშუალოს“ მეთოდი, რომელიც ნაყოფიერი აღმოჩნდა ატომის ბირთვის კვლევაშიც. 1950-იანი წლებიდან ბოგოლიუბოვის ინტერესების სფეროში მოექცა ველის კვანტური თეორია. მივისე შრომათა დიდი ნაწილი მიეძღვნა შეშფოთების თეორიის მწკრივში ეგრეთ წოდებულ „ულტრაიისფერი განშლადობის“ პრობლემის გადაჭრას.

ბოგოლიუბოვი არის აგრეთვე სამი დიდი მეცნიერული სკოლის შემქმნელი: არაწრფივ მექანიკასა და მათემატიკურ ფიზიკაში, სტატისტიკურ მექანიკაში და ველის კვანტურ თეორიაში. 1965 წელს იგი სათავეშე ჩაუდა დუბნის ბირთვული კვლევის გაერთიანებულ ინსტიტუტს.

ნიკოლოზ ბოგოლიუბოვს მეცნიერული და მეგობრული კავშირი ჰქონდა ქართველ მათემატიკოსებთად და ფიზიკოსებთან. იგი მაღალ შეფასებას აძლევდა ისეთ ქართველ მათემატიკოსებს, როგორებიც იყვნენ: ანდრია რაზმაძე, გიორგი ნიკოლაძე, ნიკოლოზ მუსხელიშვილი, ვიქტორ კუპრაძე, ილია ვეკუა და მრავალი სხვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს ალბერტ თავხელიძესთან მეცნიერული თანამშრომლობა: ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში მათ გამოქვეყნებული აქვთ ათზე მეტი ერთობლივი ნაშრომი.

ნიკოლოზ ბოგოლიუბოვი გარდაიცვალა 1992 წლის 13 თებერვალს მოსკოვში.

  • პარკაძე ვ., ფიზიკოსების შესახებ, ტ., IV, გვ. 293-296, თბ., 1980.
  • БСЭ, III изд., т. 3, М., 1970.
  • Н. Н. Боголюбов (к шестидесятилетию со дня рождения). УМТ, 1969, т. 24, в. 4 (148).
  • Академик А Логунов, академик В. Владимиров, Щедрость поиска (к семидесятилетию со дня рождения Н. Н. Боголюбова). газ. «Известия», 22/VIII, 1979 г.