ნიანგი (ჟურნალი)
ნიანგი | |
---|---|
ენა | სხვადასხვა |
მთავარი რედაქტორი | გია მურღულია |
პუბლიკაციის დეტალები | |
გამომცემელი | - |
ქვეყანა | სხვადასხვა |
გამოცემის სიხშირე | 2 კვირაში ერთხელ |
ტიპი | სატირულ-იუმორისტული ჟურნალი |
„ნიანგი“ — საბჭოთა პერიოდიდან ცნობილი ქართული სატირულ-იუმორისტული ჟურნალი. ჟურნალი ალტერნატიული ვერსიები გამოდიოდა საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური ბანაკის უკლებლივ ყველა ქვეყანაში.
ქართული გამოცემა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1922 წელს მოსკოვში დაარსდა სატირული ჟურნალი „კროკოდილი“ (რუს. Крокодил, ნიანგი), სახელი ეწოდა ფიოდორ დოსტოევსკის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით. მალე ჟურნალის ალტერნატიული ვერსიების გამოცემა დაიწყეს საბჭოთა კავშირის სხვადასხვა მოკავშირე რესპუბლიკებმა, რუსეთის სფსრ-ს რამდენიმე ავტონომიურმა რესპუბლიკამ და სოციალისტური ბანაკის თითქმის ყველა ქვეყანამ. ჟურნალის სახელწოდებად ნიანგის ადგილობრივი თარგმანს, მხოლოდ ქართულ და რუსულ ენოვანი ჟურნალი იყენებდა, დანარჩენი გამოცემების სახელწოდება ძირითადად კრაზანას ან ზღარბის ადგილობრივენოვანი თარგმანი იყო.
1923 წლის 3 ივნისიდან დაარსდა თბილისში ნიანგის სახელწოდებით და გამოდიოდა თვეში 2-ჯერ, 1924–1930 წლებში გამოდიოდა „ტარტაროზის“ სახელწოდებით როგორც გაზეთ „მუშის“ დამატება. 1931-იდან გამოდის კვლავ „ნიანგის“ სახელწოდებით.
ჟურნალი მოწოდებულია ამხილოს საზოგადოებრივი ცხოვრების მანკიერი მოვლენები. ბეჭდავს სატირულ და იუმორისტულ ნაწარმოებებს, ნახატებსა და კარიკატურებს. თანამშრომლობენ ცნობილი ქართველი მწერლები, ჟურნალისტები, მხატვრები. სხვადასხვა დროს „ნიანგის“ რედაქტორებად მუშაობდნენ სილიბისტრო თოდრია, სანდრო ეული, გრიგოლ აბაშიძე, ვახტანგ ჭელიძე, ნოდარ დუმბაძე, ზურღან გემაზაშვილი, ზაურ ბოლქვაძე და სხვები. ჟურნალის დამატება — „ნიანგის ბიბლიოთეკის“ სერია ყოველწლიურად გამოსცემდა სატირულ-იუმორისტულ ნაწარმოებთა 12 კრებულს. 1981 წელს ჟურნალის ტირაჟი 150 ათასი ცალს შეადგენდა
შეფერხების შემდეგ, 1990-იან წლებში ჟურნალის გამოცემა განახლდა, მაგრამ მოგვიანებით შეწყდა. 2011 წლის ივნისში მისი გამოცემა კვლავ აღდგა.[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გემაზაშვილი ზ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 407.