ტარტაროზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

„ტარტაროზი“ — ქართული იუმორისტული ჟურნალი; „მუშის“ ორკვირეული (1927 წლიდან — ყოველკვირეული) უფასო დამატება. გამოდიოდა თბილისში 1924–1930 წლებში ჟურნალ „ნიანგის“ (1923–1924) ნაცვლად. სულ გამოიცა 237 ნომერი, გამოსცემდა სარედაქციო კოლეგია. 1931 წელს, ჟურნალ „ნიანგის“ განახლების შემდეგ, „ტარტაროზის“ გამოცემა შეწყდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]