ზურღან გემაზაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზურღან ვლადიმერის ძე გემაზაშვილი (დ. 1 აგვისტო, 1932, თბილისი — გ. 12 ოქტომბერი, 2023) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი, მწერალი, ჟურნალისტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1950 წელს ზურღან გემაზაშვილმა დაამთავრა თბილისის ვაჟთა მეორე სკოლა. 1951-1956 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე.

1961-1970 წლებში იყო საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობების საზოგადოების წევრი; 1970-1973 წლებში – საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის პასუხიმგებელი მდივანი; 1973-1980 წლებში რედაქტორობდა სატირულ-იუმორისტულ ჟურნალ "ნიანგს"; 1980 წლიდან 2004 წლამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე უძღვებოდა სალექციო კურსს – "საზღვარგარეთის ქვეყნების მასობრივი კომუნიკაციის თეორია და პრაქტიკა".

60-იან წლებიდან იწყება ზურღანის მთარგმნელობითი და შემოქმედებითი მოღვაწეობა. იგი იყო პირველი, რომელმაც უილიამ შექსპირის ტრაგედიები კლასიკური, თოთხმეტ მარცვლიანი საზომის ნაცვლად იამბური პენტამეტრით (ათ მარცვლიანი საზომით) თარგმნა.

2002 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე – "უილიამ შექსპირის "ჰამლეტის" პოეტური მოდელის შენარჩუნების პრობლემა და დეტალების ინტერპრეტაცია ახალ ქართულ თარგმაში".

შექსპირის გარდა, ნათარგმნი აქვს უილიამ იეიტსის, ჯეკ ლონდონის, უილიამ ფოლკნერის, სომერსეტ მოემისა და სხვა მწერლების ნაწარმოებები. მისი თარგმანები ინახება ბრიტანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. იგი ავტორია რამდენიმე იუმორისტული მოთხრობების კრებულის.

ზურღან გემაზაშვილი გარდაიცვალა 2023 წლის 12 ოქტომბერს, დაკრძალულია ახალი შუამთის მონასტრის ეზოში.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თარგმანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მძვინვარე მხეცი : მოთხრობა / ჯეკ ლონდონი ; ინგლ. თარგმ. ზ. გემაზაშვილმა. – თბილისი, 1963.
  • სიგიჟე ერთი ღამისა : რომანი; მოთხრობები / სომერსეტ მოემი ; მთარგმნ.: ა. გახოკიძე, ზ. გემაზაშვილი, ა. ჭეიშვილი. –თბილისი, 1964.
  • ველური ალუბლის ხე : თანამედროვე ინგლისელ მწერალთა ნაწარმოებები / ინგლ. თარგმ. ზურღან გემაზაშვილმა. – ბათუმი, 1983.
  • დანიის პრინცის ჰამლეტის ტრაგედია; ვენეციის მავრის ოტელოს ტრაგედია / უილიამ შექსპირი; ინგლ. ქართ. თარგმნა ზურღან გემაზაშვილმა. – თბილისი , თბილისი, 2002.
  • მაკბეტის ტრაგედია; რომეო და ჯულიეტა = The Tragedy of Magbeth; Romeo and Juliet / უილიამ შექსპირი; ინგლ. თარგმნა ზურღან გემაზაშვილმა. – თბილისი, 2005.
  • მეფე ლირი; გრიგალი : პიესები / უილიამ შექსპირი ; ინგლ. თარგმნა ზურღან გემაზაშვილმა. – თბილისი, 2012.

ავტორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მოულოდნელი დეპეშა : იუმორტული მოთხრობები. – თბილისი, 1986.
  • ციკლოპის თვალი : იუმორტული მოთხრობები. – თბილისი, 1977.
  • უცხოური სუვენირი : იუმორტული მოთხრობები. – თბილისი, 1975.
  • პირით ხაზს გარეთ : იუმორისტული მოთხრობები. – თბილისი, 1968.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]