შინაარსზე გადასვლა

მსუბუქი მუსიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მსუბუქი მუსიკა — ადვილად აღსაქმელი, ძირითადად გართობისათვის განკუთვნილი მუსიკა. გამოირჩევა შინაარსისა და მუსიკალური ენის შედარებითი სიმარტივით. ჟანრულად მრავალფეროვანია, მოიცავს სიმღერას, ცეკვას, საკრავიერ პიესას, სიუიტას, რაფსოდიას, ფანტაზიას პოპულარულ თემაზე, ოპერეტას. მსუბუქი მუსიკის პირველი ნიმუშები იუო სახუმარო სიმღერები, ოპერა-ბუფი, ზინგშპილი, ვოდევილი, კომიკური ოპერა. მსუბუქმა მუსიკამ განვითარების მწვერვალს მიაღწია XIX საუკუნეში მამა-შვილ შტრაუსების, ჟ. ოფენბახის, ი. ლანერის შემოქმედებაში, თანამედროვე პირობებში ფართოდ გავრცელდა მსუბუქი მუსიკის მონათესავე საესტრადო მუსიკა, კერძოდ ჯაზი და ე. წ. „პოპ-მუსიკა“ ანუ „როკ-მუსიკა“, რომლებიც თავისი ფესვებით აფრიკისა და აზიის ხალხის მუსიკალურ ფოლკლორთანაა დაკავშირებული. მსუბუქი მუსიკის ჟანრში ნაყოფიერად მუშაობდნენ: ი. დუნაევსკი, მ. ბლანტერი, ო. ფელცმანი, ი. ფრენკელი და სხვები; ქართველი კომპოზიტორები: რ. ლაღიძე, რ. გაბიჩვაძე, შ. მილორავა, დ. თორაძე, გ. ცაბაძე, ვ. აზარაშვილი, გია ყანჩელი და სხვები.