მოსკოვის სამი წმინდანის ტაძარი
მოსკოვის სამი წმინდანის ტაძარი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 55°45′15″ ჩ. გ. 37°38′40″ ა. გ. / 55.75417° ჩ. გ. 37.64444° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | მოსკოვი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | XVI საუკუნე |
მოსკოვის სამი წმინდანის ტაძარი (რუს. Храм Трёх Святителей) — მართლმადიდებლური ეკლესია მოსკოვში. ეკლესია დაარსებულია XVII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის ბასმანის რაიონში.
მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია მსოფლიოს დიდ მოძღვართა და მღვდელთმთავართა (ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი და იოანე ოქროპირი) კრების სახელზე. ეგვტერები კი სილუანა ათონელისა და სამების სახელზე.
ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამი წმინდანის ტაძარი მდებარეობს მოსკოვის ისტორიულ რაიონში, რომელიც ადრე კულიშკის სახელით იყო ცნობილი. კულიშკის რაიონი მდებარეობდა მდინარე მოსკოვისა და იაუზის შეერთების ადგილზე. ამჟამად ეს არის სოლიანკის რაიონი მიმდებარე შესახვევებით იაუზის ბულვარამდე და იაუზის სანაპირომდე და მოსკოვის ბავშვთა სახლამდე[1].
სწორედ ამ ადგილზე საჯინიბოსთან ააგეს ფლოროსისა და ლავროსის ეკლესია, რომლებიც ითვლებოდნენ ცხენების მფრაველებად. ამის შემდეგ ეკლესიასთან ააშენეს პატრიარქის კარის ეკლესია სამი წმინდანის სახელზე[2].
XVI საუკუნეში დიდი მთავრის კარ-მიდამო გადაიტანეს სოფელ რუბცოვო-პოკრვსკოეში, იმასთან დაკავშირებით, რომ ბელი-გოროდის სამხრეთ-აღმოსავლეთმა ნაწილმა აქტიურად დაიწყო განაშენიანება. ეკლესია, რომელიც ადრე რეზიდენციაში მდებარეობდა, ახლა სამრევლო გახდა.
1674 წელს მრევლის ფინანსებით ააგეს ახალი ქვის ტაძარი. ეკლესიის შენობა ორსართულიანი იყო, კუთხეში განთავსებული იყო სამრეკლო. ქვემო სართულზე, სამხრეთით განთავსებული იყო თბილი ეგვტერი სამი წმინდანის სახელზე, ჩრდილოეთით კი ფლოროსისა და ლავროსის ეგვტერი. ზემო ზაფხულის ნაწილი ნაკურთხი იყო სამების სახელზე.
XVIII-XIX საუკუნეების განმავლობაში ეკლესია არაერთხელ გადააკეთეს.
1927 წელს ეკლესია დახურეს და მისი შენობა გადაეცა მიასნიცკის ციხეს. ეკლესიის შენობას გუმბათი და ჯვარი, ასევე სამრეკლო მოხსნეს.
1930-იან წლებში შენობა გადაეცა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს. მეოთხე სართულის დადგმის შემდეგ ტაძრის შენობა გადაკეთდა როგორც კომუნალური საცხოვრებელი.
1950-იან წლებში მოანგრიეს გალავანი. 1960-იან წლებში კი შენობა გამოიყენებოდა სხვავასხვა კანტორებისათვის. ამავე პერიოდში რუსეთის ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოებამ დაიწყო მისი რესტავრაცია. არქიტექტორ-რესტავრატორი იყო ა. ოკუნევი, მან გადაწყვიტა ტაძრისათვი თავდაპირველი სახე მიეცა. აღადგინეს გუმბათი, სამრეკლო XVII საუკუნის ფასადების დეკორაცია.
1987 წლიდან მასში განათავსეს მულტიპლიკაცური სტუდია „Пилот“[2].
1991 წელს ჩამოაყალიბეს ტაძრის საზოგადოება ვლადისლავ სვეშნიკოვის ხელმძღვანელობით.
1992 წლის 30 ივნისს ტაძრის შენობა დაუბრუნდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, მაგრამ მულტიპლიკატორებმა შენობა გაათავსუფლეს 4 წლის შემდეგ.
1996 წლის 6 ივლისს, ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღეს ზემო, სამების ეგვტერში აღევლინა პირველი ლიტურგია.
2010 წლის 11 თებერვალს სამების სახელზე აკურთხეს ეგვტერი, რომლის ცერემონიასაც ხელმძღვანელობდა მოსკოვის საპატრიარქოს ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი.
2017 წლის 24 სექტემბერს შესრულდა სამი წმინდანის სახელობის ეგვტერის კურთხევის ცერემონია.
ტაძართან მოქმედებს მოსკოვის მართლმადიდებლური რეგენტის კურსები, მართლმადიდებელ ოჯახთან სკოლა, საკვირაო სკოლა, სარესტავრაციო სახელოსო.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Официальный сайт храма Трёх Святителей на Кулишках
- Храм Трёх Святителей на russian-church.ru
- Храм Трёх Святителей на sobory.ru
- «На Кулижках»
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ «На Кулижках»
- ↑ 2.0 2.1 История храма Трёх Святителей на Кулишках